x
image
worldsport.ge
ჰოჯსონი სიმკაცრეს იჩენს

imageინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებს ლუკ შოუს და ადამ ლალანას საკლუბო მომავლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.
როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ "იუნაიტედს" ლუკ შოუს, ხოლო "ლივერპულს" ადამ ლალანას გადაბირებას ცდილობს.
"მინდა, რომ მათი სიტუაცია მალე გაირკვეს. ინგლისი ინგლისია, კლუბი _ კლუბი. მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ერთად ვერ იარსებებს. ფეხბურთელები იმიტომ ავიყვანე ნაკრებში, რომ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და სხვა რამეზე არ იფიქრონ. როცა ჩვენ ინგლისის ნაკრებში ერთად ვიქნებით, ფეხბურთელების აგენტების გვერდით ყოლას არ ვაპირებ და თუ ასე მოხდება მოთამაშე ჩემპიონატს დატოვებს. იმედი მაქვს ფეხბურთელები გამიგებენ" _ განაცხადა ჰოჯსონმა.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0