x
image
worldsport.ge
ფერდინანდი "მანჩესტერიდან" წავიდა

imageინგლისელმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდიმ "მანჩესტერიდან" წასვლა დაადასტურა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა და 35 წლის მცველმა გადაწყვეტილება მიიღო.
ფერდინანდი აგრეთვე დაადასტურა, რომ ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ აპირებს და ახალი კლუბის შემოთავაზებას ელოდება.
"ბოლო თვეების განმავლობაში ჩემ მომავალზე დიდი ხანი ვფიქრობდი და გადაწყვეტილებაც მივიღე. "მანჩესტერში" 12 ფანტასტიკური სეზონი გავატარე და ჩემი წასვლის დროც დადგა. კლუბს იმ იმედით შევუერთდი, რომ ტიტულებს მოვიგებდი და ამას მივაღწიე კიდეც. სანამ "მანჩესტერში" მოვიდოდი ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი წარმატებული კარიერა მექნებოდა.
...ბევრი დასამახსოვრებელი წუთები დამრჩება კლუბთან. ვთამაშობდი დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად და ახლა ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ამ კლუბში მოვიგე პირველი პრემიერლიგა და აგრეთვე ფანტასტიკური საღამო გვქონდა მოსკოვში, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, სტაფს, კლუბს და შესანიშნავ გულშემატკივრებს. თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, თამაში კვლავ მინდა და ველოდები ახალ გამოწვევებს" _ განაცხადა ფერდინანდმა.
რიო ფერდინანდი 2002 წელს ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა, როდესაც "ლიდსიდან" "მანჩესტერში" 29.1 მილიონ გირვანქად გადავიდა.
35 წლის ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 454 მატჩი ჩაატარა. ფერდინანდს პრემიერლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული, ინგლისის ლიგის თასი ორჯერ აიღო, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0