x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508438
კირჩხიბი-ქალი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხევით)
image დღიდან გაცნობისა საგონებელში ჩაგაგდებთ. ვინ არის იგი? ალერსიანი გოგონა, თუ ველური ეჭვიანი მხეცუნა. ამ შეკითხვას ერთობლივი ცხოვრების რამდენიმე წლის შემდეგაც ვერ გასცემთ პასუხს. უფრო სწორი იქნება თუ ჩათვლით რომ ერთიც და მეორეც. იგი ცოტა გიჟმაჟიც არის, მელანქოლიურიც და ულევი ფანტაზიის პატრონიც.

მიუხედავად რომანტიული ბუნებისა, კიბო-ქალი უჩვეულოდ პრაქტიკულია. ფული კი მისი საყვარელი თემაა და არცერთი ქალი თქვენს საბანკო ანგარიშს იმდენ ყურადღებას არ მიაქცევს, რამდენადაც კიბო. მაგრამ არ გეგონოთ, როგორც ქალთა უმეტესობას ეს იმიტომ აინტერესებდეს, რომ თქვენი ქონება სამკაულებსა და ძვირფასეულობაში გაანიავოს. კიბო-ქალს ეს ყველაზე ნაკლებ აღელვებს. პირიქით ყველა ღონეს იხმარს, რაც კი მასზეა დამოკიდებული რომ ფულს მოემატოს და არა მარტო რჩევით, რეალური საქმეებით დაგეხმარებათ.

არ შეიძლება კიბო-ქალის დაცინვა, გაკრიტიკება, უარყოფა. პატივისცემით უნდა მოეპყრათ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას. კიბო-ქალს ხშირად ეჭვი და შიში იპყრობს, რომ არცთუ ისე ლამაზია, არცთუ ისე ახალგაზრდა და ასე შემდეგ. ის დღენიადაგ საპირისპიროში უნდა დაარწმუნოთ. მას შეუძლია დღეში 20-ჯერ მოგისმინოთ თუ როგორი ლამაზია და როგორ გიყვართ.

კიბო-ცოლს შეიძლება აზრად მოუვიდეს რომ ცუდი მზარეულია, თუმცა სინამდვილეში პარიზის საუკეთესო კულინარებს არაფრით ჩამოუვარდება. სამზარეულო მისი უსაყვარლესი ადგილია სახლში.


კიბო-ქალი უჩვეულოდ ემოციური არსებაა, ამიტომ თუ მისდამი სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, გიჯობთ, სხვა პარტნიორი მონახოთ. მასთან სიყვარულობანას თამაშს ნუ მოიწადინებთ - იგი იმდენად მგრძნობიარე გულის პატრონია, რომ, შესაძლოა, მიღებული სულიერი ტრამვისგან დიდხანს ვერ გამოკეთდეს. სამაგიეროდ თქვენს გულწრფელ სიყვარულს მარადიული ერთგულებით უპასუხებს თუმცა თქვენგანაც იგივეს მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რამეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.

მეგობრებში კიბო დიდად არ გამოირჩევა. იშვიათად რომ კომპანიის სულისჩამდგმელი იყოს. თავის გრძნობებს ახლობლებისა და შინაურებისათვის ინახავს.

გულისსწორის გულისთვის კიბო-ქალი ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს. როცა ახლობელ ადამიანს საფრთხე ემუქრება, მას ისეთი გმირობის ჩადენა ძალუძს, როგორზეც სხვა დროს ფიქრიც კი ზარავს.

6
1920
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
1920
  
2012, 6 აგვისტო, 14:37
აუ, ლინდას ჰოროსკოპის კითხვა ძაან მიყვარს, თვითონ წიგნიც ძაან კარგი წასაკითხია! მომეწონა, მეც კირჩხიბი ვაარ! =))))
2012, 28 ივნისი, 21:57
(Y)აქ რაც დაწერე კი და შვილს რო გავზრდი, მერე გეტყვი, თუ უკან მომადგა! :))
2012, 28 ივნისი, 13:14
:D ემთხვევა ხო
2012, 27 ივნისი, 14:29
ეს "იმენნა" "კირჩხიბის" კი არა, "ლიჩნად" ჩემი დახასიათებაა! :)))
2012, 11 მაისი, 20:50
კიდევ ისიც ეწერა რომ ძალიან კარგი დედაა. მაგრამ ზედმეტად დედაზე დამოკიდებული იზრდება მისი შვილი და ყოველთვის გაჭირვების ჟამს ისევ დედას მოადგება ხოლმე.
2012, 11 მაისი, 20:44
ყველაფერი დამეთხვა ერთის გარდა მე ფული არ მიყვარს და არც ჩემი საყვარელი თემაა ფული
0 1 6