x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ მიულოცეს ვარსკვლავებმა დედის დღე საკუთარ დედებს და რა შინაარსის სტატუსები განათავსეს სოციალურ ქსელებში
მსოფლიო ვარსკვლავებმა დედის დღე აღნიშნეს.მათ სოციალურ ქსელში ძველი და ახალი ფოტოები განათავსეს და სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული სტატუსები დაწერეს.

პოპულარულმა მომღერალმა, შემსრულებელმა, მოცეკვავემ და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე განათავსა ოჯახის უძველესი ფოტო, სადაც ვარსკვლავი დედასთან და დებთან ერთადაა.ვარსკვლავმა სტატუსიც კი მიუძღვნა ფოტოს, სადაც ვკითხულობთ: - " მე ერთადერთი ვარ, ვისგანაც ძალიან ბედნიერი არ ხარ.დედის დღეს გილოცავ დედიკო!შენ ჩემი სინათლე და იმედი ხარ. შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.მე შენ უდიდეს პატივს გცემ".image

მათ შორის საინტერესოა სელენა გომესის ინსტაგრამზე ატვირთული ფოტო, სადაც მომღერალი დედის კალთაში ძალიან პატარა და საყვარელია.

სტატუსი კი ასეთი შინაარსისაა" - " არ ვიცი როგორ გითხრათ დედა როგორი ქალია, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ დედაჩემმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.მე შენ უზომოდ მიყვარხარ დედა."


პოპულარულმა მომღერალმა მაილი საირუსმა დედის დღე საკუთარ ინსტაგრამზე მიულოცა დედას და ფოტოებზე საინტერესო სტატუსებიც დაწერა: - "მიყვარხარ დედიკო და გილოცავ დედის დღეს!"imageimage
პოპ ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა კი დედის დღე დედასთან ერთად ლოს - ანჟელესში გამართულ ღონისძიებაზე გაატარა, სადაც უამრავი სამახსოვრო და სითბოთი გაჯერებული ფოტოები გადაიღო.imageimageimage

ვარსკვლავმა საკუთარ თვითერზე სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: - " ძალიან მიყვარხარ დედა!"image
ქალიშვილებიდან მხოლოდ კენდალ ჯენერს გაახსენდა, რომ კრის ჯენერისთვის დედის დღე მიელოცა ინსტაგრამზე, სადაც ვარსკვლავმა თავისი პატარაობის ამსახველი ფოტო განათავსა.image


0
185
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0