x
image
worldsport.ge
ჰოჯსონმა კოული ნაკრების მიღმა დატოვა

imageლონდონის "ჩელსის" მცველი ეშლი კოული, რომელსაც ეროვნული ნაკრების ღირსება 107-ჯერ აქვს დაცული, ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში დღეს გავრცელდა.
თავად ეშლიმ განაცხადა, რომ დროა ნაკრებს სამუდამოდ დაემშვიდობოს.
"ველაპარაკე ჰოჯსონს და შევთანხმდით, რომ ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს. ვფიქრობ, საუკეთესო დროა ინგლისის ნაკრებში თამაშს თავი დავანებო. ჩვენ გვყავს კარგი მწვრთნელი და გუნდი და მათ წარმატებას ვუსურვებ. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ნაკრებში ჩატარებული 107 მატჩი ჩემთვის დიდი პატივია." _ ციტირებს ბრიტანული პრესა კოულის სიტყვებს.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა.
"შემადგენლობის ჩამოყალიბების პროცესში ბევრი რთული გადაწყვეტილება მივიღე, მათ შორის კოულის ნაკრების მიღმა დატოვება ძალიან რთული აღმოჩნდა. წლების განმავლობაში მან დიდი სამსახური გაუწია ნაკრებს. არჩევანი უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთე, თუმცა კოული, მის პოზიციაზე უდაოდ საუკეთესოა." _ განაცხადა ჰოჯსონმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 23-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0