x
image
worldsport.ge
"არსენალი" სანჩესში 20 მილიონს იხდის

imageლონდონის "არსენალი" მზადაა "ბარსელონას" თავდამსხმელ ალექსის სანჩესში 20 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს და "მეთოფეები" ჩილელი ფეხბურთელის გადასაბირებლად მზად არიან.
"არსენალის" ხელმძღვანელობას ფორვარდის გადაბირება გაუჭირდება, რადგან ფეხბურთელისადმი ტურინის "იუვენტუსი" დიდ ინტერესს იჩენს.
რამდენიმე დღის წინათ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტურინელებსა და კატალონიურ კლუბს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და 25 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტს ჩემპიონატამდე გააფორმებენ.
ალექსის სანჩესმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 50 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩილელ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0