x
image
worldsport.ge
პუიოლის ყოფილი სატრფო მარიო სუარესის მკლავებში

imageმადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელის, მარიო სუარესის სატრფო, მალენა კოსტა, სანამ მარიოსთან დაიჭერდა საქმეს, კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტნის, კარლეს პუიოლის სატრფო იყო და პუიოლთან თანაცხოვრების დროს მრავალჯერ გამოჩენილა ეს წყვილი ერთად საზოგადოებაში.
ახლა, როდესაც პუიოლთან ბუღრაობის ეპოქა წარსულში დარჩა და მალენა კოსტას გულისსწორი მარიო სუარესი გახდა, მალენა ყოველმხრივ ცდილობს ჟურნალისტების კითხვებს დაუძვრეს და თავის წარსულზე კრინტს არ ძრავს. მაგრამ ესპანელ ჟურნალისტებს გამოაპარებ შენ რამეს?
მალენა კოსტა მოქმედი მოდელია და პოდიუმზე მისი შეკუნტრუშება საკმაოდ სარფიან შემოსავალს აძლევს, თუმცა, ესპანელი “ყვითელი” მოკლამეები ვარაუდობენ, რომ ამ ქალს ფესბურთელებთან ურთიერთობა საიმიჯოდ სჭირდება. ზედმეტი პოპულარობა ყოველვის კარგია...

www.worldsport.ge


0
2092
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2092
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0