x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ გავუმკლავდეთ შფოთვით აშლილობებს

image


შფოთვითი აშლილობა არის ანომალიური მდგომარეობა. მის ნიშან–თვისებებს

წარმოადგენს შფოთვის ისეთი ფსიქიკური და ფიზიკური სიმპტპმები, რომლებიც თავს იჩენს
თავის ტვინი ორგანული დაავადების ან სხვა ფსიქიკური აშლილობის გარეშე.


მახასიათებლების მიხედვიშ გამოყოფენ:


გენერალიზებული შფოთლითი აშლილობა


უობიექტო ძლიერი წუხილი და შფოთვა, მომლოდინე განგაში, რომელსაც
ინდივიდი ვერ აკონტროლებს. ასეთ მდგომარეობას თან ახლავს მოუსვენრობა, დაძაბულობა,
დაღლილობის შეგრძნება, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანება, ძილის დარღვევა.


სპეციფიკური ფობია


კონკრეტული ობიექტებისა და სიტუაციების ძლიერი შიში. საშიში ობიექტის
დანახვაც კი იწვევს ძლიერ შფოთვას.ასეთი შფოთვითი პასუხი სტიმულზე სიტუაციურად
არის განპირობებული. შფოთვას თან ახლავს ვეგეტატიური რეაქციები.


სოციალური ფობია


სოციალური სიტუაციებისა და საჯარო ქმედებების შიში და მასთან
დაკავშირებული შფოთვა. მოსალოდნელი საჯარო ქმედება და სოციალური სიტუაცია იწვევს
უხერხულობასა და მაღალ შფოთვას.


აგორაფობია


ინტენსიური შიში და შფოთვა ისეთ ადგილებში ან სიტუაციაში ყოფნისას,
საიდანაც გაქცევა (თავის დაღწევა) რთულია ან უხერხული.


პანიკური შფოთვითი აშლილობა


რომელიც ვითარდება კონკრეტული სიტუაციური სტიმულის უშუალო
ზემოქმედების, ან ამ სტიმულის ანტიციპაციის შედეგად. ამ შემთხვევაში გარემოს
ტრიგერი, სიტუაცით გაპირობებული სტიმული უშუალოდ, მაშინვე იწვევს პანიკურ შეტევას.


ობსესიურ კომპუსიური შფოთვითი აშლილობა


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს
აწუხებს აკვიატებული, მისდა უნებლიედ აღმოცენებული აზრები და წარმოდგენები
(ობსესია), რომელთა თავიდან ასაცილებლად ის მიმართავს რიტუალურ, ასევე აკვიატებულ
ქცევას (კომპულსია). (თ.გაგოშიძე რიდერი. პათოფსიქოლოგიის საფიძვლები)


შფოთვითი
აშლიობების მკურნალობის მრავალი გზა არსებობს.


მისი
მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით, ფსიქო კონსულტაციით, დამოუკიდებლად და
ა.შ. საბოლოო ჯამში მკურნალობის ტიპი დამოკიდებულია აშლილობის გამომწვევ მიზეზებსა
და პაციენტის მდგომარეობაზე. ხშირ შემთხვევაში მკუნრალობა არის ერთობლივი:
ფსიქოთერაპია, ბიჰევიორალური და მედიკამენტური.


შფოთვითი
აშლილობის თვითმკურნალობა ზოგერთ შემთხვევაში შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის
გარეშე, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შფოთვა გრძედება მოკლე
პერიოდში, ცნობილია მისი მიზეზი და შესაძლებელია მისი აღმოფხვრა ან თავიდან
აცილება. არსებობს გარკვეული სახის
რეკომენაციები და აქტივობები რომლითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის შფოთვასთან გამკლავება.


მკურნალობის
სტანდარტული მეთოდი არის ფსიქოლოგიური კონსულტაცია. ეს შეიძლება იყოს კოგნიტურ-ბიჰევიორალური
თერაპია, ფსიქოთერაპია ან ამ ორის კომბინირებული თერაპია. (All About Anxiety. Peter Crosta. 2013/01/28)


ყველაზე
ცნობილი მეთოდია (კოგნიტურ-ბიჰევიორალური
ან კოგნიტურ-ქცევითი თერაპია). მის ეფექტურობას თერაპიაზე ჩატარებული უამრავი
კვლევა ამტკიცებს. კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაია ფოკუსირებულია ადამიანის
აზრებზე, ანუ იმაზე თუ რას ფიქრობს ადამიანი და რა გავლენას ახდენს მისი ეს აზრები
ემოციაზე და შემგდომ ქცევაზე. სტრესულ ან შფოთვით მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ყველაფერს ნეგატიურად
აღიქვავენ. თერაპევტები, რომლებიც იყებენენ კოგნიტურ ბიჰევიორალურ თერაპიას,
ასწავლიან ადამიანებს როგორ შეცვალონ თავიანთი უარყოფითი აზრები და განწყობა,
აკონტროლონ ნეგატიური ემოციები და
შეცვალონ ქცევა. კოგნიტურ–ბიჰევიურალური თერაპია შეიძლება გამოყელებულ
იქნას დაავადების სხვადასხვა დონეზე. ის გამოიყენება როგორც ახლად დაწყებულ
შფოთვის (just started feeling anxious) ასევე დიდი ხნის შფოთვითი აშლილობების
მკურნალობისას. ყველაზე დაბალ დონეზე გამოიყენება საფეხურებრივი „რბილი“ (“soft”)
ტექნიკების მოდელი, რომელიც გამოიხატება თვითდახმარებასა და თვითმართვაში.
ადამიანები გამოცდილი დამხმარს ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით ადგენენ დღიურებს
და ასრულებენ სხვადასხვა აქტივობებს. თვითდახმარება ხშირად კოგნიტურ–ბიჰევორალური თერაპიის საფუძველია და
განაპირობებს მის წარმატებას. ფსქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანები
იყენებენ ამ რესურსს, რათა მიაგნონ საჭირო მიდგომას რომელიც შემდგომ დაეხმარება
კლიენტს კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში. ასეთი მარტივი პროგრამის განხორციელბა
შესაძლებილია, როგორც პირისპის ასევე ტელეფონით.


შემდეგი
უფრო მაღალი საფეხური არის სუფთა (pure) კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპიის მოდელი.
ის ჩვეულებრის სამი ან მეტი საფეხურისგან შედგება იმისდა მიხედვით თუ რამდენად
რთული, კომპლექსური და დროში ხანგრძლივად მიმდინარეა პრობლემა. თერაპიის ეს ფორმა
ფოკუსირებულია მიდგომაზე „აქ და ახლა“ და
ის არ ეძებს პრობლემის საწყისს. კოგნიტურ ბიჰევიორისტული თერაპიის დროს თერაპერტი
ასრულებს ასისტენტის როლს ის ეხმარება კლიენტს აღმოაჩინოს პრობლემა (ქცევების,
აზრები და ემოციების აღმოჩენაში რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს პრობლემას).
პრობლემის დადგენის შემდეგ, თერაპერტი ეხმარება კლიენტს განიხილოს მისი ქცევისა და
აზროვნების პატერნები, სქემები და ეხმარება შეიმუშაოს გზები რითაც შეცვლის მათ.
თერაპიები სესიებისაგან შედგება,
თერაპერტები, ჩვეულებრივ, აძლევენ კლიენტებს საშინაო დავალებას, რომელიც შედგება


დღიურის წერისა და აზრების მონიტორინგისაგან, ან აქტივობის განხორცელებას
პრაქტიკული ქცევის მეშვეობით, რომელიც ცნობილია როგორც „ქცევითი ექსპიზიცია“.

შფოთვითი
აშლილობის მედ იკამე

ნტური მკურნაობისას გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ფსიქოტროპული
მედიკამენტი. იმ შემთხვევაში როცა შფოთვა გამოწვეულია ფიზიკური ავადმყოფობით,
მკურნალობის მიზანია აღმოიფხვრას კონკრეტული ავადმყოფობა. ქირურგიული ჩარევა ან
სხვა მედიკამენტური მკურნალობა აღმოფხვრავს შფოთვის გამომწვევ მიზეზებს, ტრიგერებს

თუმცა, შფოთვიში აშლილობის ფიზიკუ

რი და ფსიქიკური სიმპტომების სამკურნალოდ ხშირად

გამოიყენებენ ისეთ მედიკამენტებს როგორებიცაა ანტიდეპრესანტები, ბენზოდიაზეპამი, tricyclics
და ბეტა ბლოკერები.


შფოთვას
ისტორიულად მკურნალობდნენ ბენზოდიაზეპამის კლასის მედიკამენტებით . თუმცა მათი
გამოყენება შემცირებულია მათი ნარკოტიკული ბუნების გამო. ამ მედიკამენტებს გარდა
ნარკოდამოკიდებულების და ძილიანობისა კიდევ აქვს სხვა სხვა გვერდილითი მოვლებები. (All About Anxiety. Peter Crosta. 2013/01/28)


სხვადასხვა
ქვეყანაში შფოთვით აშლილობებს მკურნალობენ ტრადიციული მცნარეული მეთოდებით.
გამოიყენებან კავა (kava); St John's wort; valerian; ასევე გამოუყენებენ კოფეინს
და მედიტაციას.
0
1380
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინოდვალიძე
ნინოდვალიძე
1380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0