x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
რატომ გარდაიცვალა პატარძალი "პირველ ღამეს"?
imageქორწილი- ყველას კარგად მოგეხსენებათ ბედნიერებასთან ასოცირებული დღეა, დღე, როდესაც ვდგამთ ნაბიჯს ახალ სამყაროში და რომელსაც ცხოვრების ნებისმიერ მომენტში ტკბილად და ლამაზად ვიგონებთ. თუმცაღა იემენის მკვიდრის Ass Ilham al Mahdi-სათვის ქორწილის დღე ბედნიერებისთვის პირველი, ღამე კი უკანასკნელი აღმოჩნდა. შემზარავი ტრაგედია 13 წლის ასს ილჰამს სწორედ ქორწინების "პირველ ღამეს" დაატყდა, როდესაც მშობლების ნებასურვილისამებრ ასაკოვან მამაკაცს გაყვა ცოლად.


გოგონას ორგანიზმი არ იყო ჩამოყალიბებული ცოლ-ქმრული ცხოვრებისათვის, თუმცაღა მისი უარი ქმარმა არ მიიღო და დატკბა "ძალდატანებით"- არსებული რეალობით, რის გამოც ილჰამმა ბევრი სისხლი დაკარგა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა ნათესავებმა ოთახში მას მერე ნახეს, რაც მისი გარეთ გამოსვლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოხერხდა. შეშფოთებულებმა მაშინვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ილჰამი, თუმცა მედიკების 4 დღიანი მცდელობის მიუხედავად, ვინაიდან შინაგან სისხლდენებსაც ჰქონდა ადგილი, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილჰამის მეუღლეს კანონმა წაუღენა ბრალი- თუ რატომ მიატოვა მან გოგონა უგონო მდგომარეობაში სასტიკი მოქცევის შემდეგ, თუმცა ვერაფერს გახდა, რადგან ქმარმა გოგონა კანონიერად გააუპატიურა.



P.S. საბრალო ბავშვი, რამდენი ასეთი და უარესი შემთხვევა ხდება მშობლების უგუნური გადაწყვეტილების გამო და უსუსური გოგონები ეწირებიან ან სიცოცხლის და ან ცხოვრების ფასად. დასახვრეტები არიან თვითონ მათი მშობლები. სამწუხაროდ ილჰამის ფოტოებს ვერ გადავაწყდი ვერცერთ სოციალურ ქსელში, თუმცა მოვიძიე ფოტო მასალა, სადაც ასახულია ხანდაზმული კაცების ბავშვებთან ქორწინება.

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

1
1176
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1176
  
2014, 11 მაისი, 13:56
უნდა ამოწყვიტო ერთიანად ასეთი აზროვნების და ასეთი მარაზმის ჩამდენი ხალხი.
0 1 1