x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სოციალური პროგრამირება სამ ექსპერიმენტზე:

imageექსპერიმენტი – 1

მაგიდასთან ათამდე ბავში ზის. რამდენიმე ბავშვს წინასწარ მიეცათ მითითება, როგორ და რა ელაპარაკათ. მაგიდაზე დგას ორი პირამიდა – ერთი თეთრია, მეორე შავი. წამყვანი ბავშვებს შეკითხვით მიმართავს:
– გიო, რა ფერისაა პირამიდები?
– ორივე თეთრია.
– ლუკა, რა ფერისაა პირამიდები?
– ორივე თეთრია.
ეს ხდება მანამ, სანამ არ მოდის “გაუფრთხილებელი” ბავშვის რიგი. იგი არც ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ პასუხობს: “ორივე თეთრია”. შემდეგ წამყვანი ამ ბავშვს სთხოვს შავი პირამიდა მისკენ მისწიოს და ბავშვიც მისკენ სწევს მას. კითხვაზე თუ რატომ თქვა აქამდე, რომ “ორივე თეთრია” – მას პასუხი არ გააჩნდა.

ექსპერიმენტი – 2

ლიფტში შედის რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან ერთზეც ექსპერიმენტი უნდა ჩაატარონ, დანარჩენებმა კი ამ ექსპერიმენტის არსი იციან. ერთ-ერთი მომენტში ყველა მამაკაცი იხდის ქუდს, უმცირესობაში დარჩენილიც ჰბაძავს მას. ცოტა ხნის შემდეგ მონაწილეები სინქრონულად მოტრიალდნენ მარცხნივ – ჩვენი მონაწილეც იმავეს აკეთებს გარკვეული პაუზის შემდეგ. ასე გრძელდება რამდენიმე ხანს.

ექსპერიმენტი – 3
წარმოიდგინეთ, გალია, სადაც 5 მაიმუნია. ჭერზე ბანანის შეკვრა ჰკიდია. იქვეა კიბეც. ერთი მაიმუნი მიდის კიბესთან, იმ მიზნით, რომ მასზე ავიდეს და ტკბილად შეექცეს ეგზოტიკურ ხილს. როგორც კი იგი კიბეს შეეხება, თქვენ შლანგით ყინულივით ცივ წყალს ასხამთ ყველა მაიმუნს. გადის რამდენიმე ხანი და სხვა მაიმუნიც ცდილობს მიითვისოს ბანანი. თქვენ კი ისევე იქცევით, როგორც წეღან.
შეწყვიტეთ წყლის მისხმა.
მესამე ბაიმუნი, რომელიც შიმშილისგან გაშეშებულიყო, ეს-ეს არის გადაწყვიტა ბანანი ჭერიდან ჩამოხსნას, თუმცა სხვა მაიმუნები მას აჩერებენ, რადგან არ სურთ “ცივი შხაპის” მიღება.

ახლა კი მოაშორეთ ერთი მაიმუნი გალიიდან და იგი ახლით ჩაანაცვლეთ. ის მაშინათვე ამჩნევს ბანანს და ცდილობს მისვწდეს მას. როდესაც მან დაინახარ რამაიმუნების ბოროტი გამომეტყველება მისი მისამართით – შეწყვიტა მცდელობა. ახლა კი კვლავ მოაშორეთ გალიიდან თავდაპირველი ხუთეულიდან ერთ-ერთი და შეუშვით სხვა მაიმუნი. ისიც ცდილობს ბანანის ხელში ჩაგდებას, სხვები კი გუნდურად უტევენ მას, მათ შორის ენთუზიაზმით გამოირჩეოდა პირველი შეცვილი მაიმუნი.ამგვარად, თანდათანობით ყველა მაიმუნის გამოცვლით, თქვენი მიხვალთ სიტუაციამდე, როდესაც გალიაში აღმოჩნდება 5 მაიმუნი, რომლებიც სულაც არ დასველებულან წყლით, თუმცა არავის აძლევენ იმის ნებას, რომ ბანანამდე მიაღწიონ.
რატომ?
იმიტომ, რომ აქ ასეა მიღებული.

საზოგადოებას შეუძლია წამოაყენოს ოდესღაც ვიღაცის მიერ დაწერილი ესა თუ ის სოციალური კანონი, მიუხედავად იმისა ესმით თუ არა მათ მისი არსი. სუსტი სულის ადამიანები, რომლებიც შეადგენენ მოსახლეობის 95%-ს, ეთანხმებიან არსებული თამაშის წესებს – იმისდა გაუაზრებლად, რისთვის და რატომ არსებობენ ისინი. მათთვის მთავარია, რომ ასეა მიღებული და მორჩა, “წერტილი”. ამგვარადაა მიღებული. ეს მართებულია. გააკეთე ის, რასაც მაღლამდგომები გთავაზობენ.

0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0