x
image
worldsport.ge
მოურინიო მომავალზე ფიქრობს

imageლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა ტალანტებით ახალი გუნდის აშენებას გეგმავს. ჯონ ტერის, ფრენკ ლამპარდს და ეშლი კოულს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებთ. ჯერჯერობით უცნობია დარჩებიან თუ არა ეს ფეხბურთელები გუნდში.
პორტუგალიელი სპეციალისტი კი მომავალზე ფიქრობს და აცხადებს, რომ ძველი თაობა ახალგაზრდებით უნდა შეიცვალოს.
"ნათელია, "ჩელსი" ბოლო 10 წლის განმავლობაში ფანტასტიკური გუნდია, მაგრამ ამ თაობის ერა უკვე დასრულდა. კლუბს ახალი სისხლი სჭირდება და ძველი ფეხბურთელები გუნდს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარებიან. აზარმა, ოსკარმა, მატიჩმა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ახალი წარმატებული გუნდი უნდა შექმნან, ” - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელი მწვრთნელი კურტუას და ლუკაკუს თემასაც შეეხო.
"კურტუას და ლუკაკუს ჩვენთან ყოფნა კლუბს კიდევ უფრო გაახალგაზრდავებს, თუმცა ეს მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული, რადგან მე მხოლოდ მწვრთნელი ვარ. მაქვს ჩემი შეხედულებები, გადაწყვეტილებებიც მივიღე, ვიცი რა არის საჭირო და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კლუბს დიდ პატივს ვცემ და აქ ვმუშაობ იმისთვის, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო”.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0