x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2)
სტატიის პირველ ნაწილში გავეცანით მოდის ისტორიას 20-ე საუკუნის 10-ნი წლებიდან 40-ან წლებამდე, სადაც დახვეწილ კაბებსა თუ აქსესუარებს მათი განვითარების ზრდადობით ვხვდებოდით, ეხლა კი, ანუ მეორე ნაწილში გამცნობთ მოდის მოვლენებსა და ტენდენციებს ასევე 20-ე საუკუნის 50-ნი წლებიდან 90-ნი წლების ჩათვლით, რეალური მოვლენები კი ისედაც ცხადია ყველასათვის.


image


1. 20-ე საუკუნის 50-ნი წლები.


ომის გამო საგრძნობლად გაუარესდა სოციალური მდგომარეობა, ცოლი კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა და კვირაში ერთხელ თუ ახერხებდა "საპარიკმახეროში" სიარულს თმის ვარცხნილობის გასაკეთებლად, სახლის პირობებში კი ყოველდღიურად ახდენდნენ საჭირო რიტუალის ჩატარებას- თმის დავარცხნას, მაკიაჟსა და ფრჩხილების მოვლას და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდგომ მიდიოდა ქალი სამზარეულოში ან რთავდა მტვერსასრუტს სახლის დასალაგებლად. ეს შეეხებოდა იმ ფენას, ვინც კრიზისი განიცადა ფინანსურად, განსაზღვრული ნაწილი კი ჩვეული რითმით განაგრძობდა ცხოვრებას და არ ჩამორჩებოდა მოდის მოვლენებს. ხოლო რაც შეეხება მოვლენებს, 50-იან წლებში ყველაზე თანამედროვე სტილად ითვლებოდა კებები ქვიშის საათის სილუეტის კონტრასტით, რაც ქალის ფორმებს უფრო მრგვალს აჩენდა, წელს ვიწროს და მკერდს კი სავსეს. იმ შემთხვევაში, თუ ქალს ასეთი სილუეტისთვის დამახასიათებელი ფიგურა არ ჰქონდა ბუნებრივად, იგი იყენებდა კორსეტს.


image

image

image




ქვიშის საათის სილუეტის კონტრასტული კაბები მალევე ჩაანაცვლა უფრო დახვეწილმა კაბებმა, რომელიც მთელს ტანში იყო გამოყვანილი, ქვეშ კი "პოდ-იუბკა" (კაბის ქვეშა) უნდა სცმოდათ აუცილებლად და ნეილონის კოლგოტი მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად, რაც მის დახვეწილობასა და ელეგანტურობას მეტად განაპირობებდა, აქსესურას კი ქუდი, ხელთათმანი, შარფი და ხელჩანთა წარმოადგენდა.

image




2. 20-ე საუკუნის 60-ნი წლები.

ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი Brigitte Bardot-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული.

image



აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.


image



1962 წელს რაც შეეხება, ეს იყო ემანსიპაციის პერიოდი, სექსუალური რევოლუციის ხანა. სწორედ ამ დროს დაინერგა ლონდონური სტილი Mary Quant-ის წყალობით- "მოკლე ქვედაბოლოები".

image

image

image




3. 20-ე საუკუნის 70-ნი წლები.


70-იან წლებში მოდა დემოკრატიული გახდა, საკუთარი გემოვნების მიხედვით ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ ფული- ირჩევდნენ მოდურ სტილს- ეთნოსური, დისკო, სპორტული, კლასიკური, თავისუფალი, ხიპური, მინიმალიზმური, რეტრო და ა.შ, რომელთაც უფრო მოდურს ხდიდა "კომბინიზონი", "შლაქსი შარვალი", "ბლუზები დიდი ნათელი პრინტებით", "ტრაპეცია ქვედაბოლოები" და სხვა. ფეხსაცმელს რაც შეეხება, უკვე ე.წ. პლატფორმამ დაიდო ბინა.


image

image


imageimage




4. 20-ე საუკუნის 80-ნი წლები.


80-ნი წლები მოდური ტრენდების გადახლართვისა და რეინკარნაციის პერიოდია, როდესაც ერთმანეთს შეერწყა ახალგაზრდული სუბკულტურული, მუსიკალური, როკული, სპორტული, ბრეიქი, ტექნო, აერობიკის სტილი, ერთი სიტყვით სრული სიგიჟე და ქაოსი.

image

image





5. 20-ე საუკუნის 90-ნი წლები.

აქამდე მოდაში არსებულ ყველა ბრენდს 90-იან წლებში ცვლის პრინციპი -"საკუთარი იმიჯი", რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საკუთარი სურვილისამებრ ირჩევდა ტანსაცმელს და არ ჰქონდა განსაკუთრებულ პრინტსა და სტილს ადგილი. თუმცა მაინც ძირითადად ყველა ჯინსზე ამახვილებდა ყურადღებას, იმ დროისათვის აქტუალური იყო როგორც ჯინსის შარვალი, ასევე პერანგიც (სარუჩკა).


image

image

image

image




P.S. ჩემო კარგებო, ვინც გადაავლეთ თვალი როგორც 1-ელ, ასევე 2-ე ნაწილს ამ სტატიისას, ადვილი დასასკვნელია რომ გამონათქვამი -"ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია" სრული ჭეშმარიტებაა, რაც არსებულ, დღეავნდელ მოდურ პრინტებსა და ტენდენციებზე ნათლად მეტყველებს. ისღა დამრჩენია კეთილი სურვილებით დაგიტოვოთ სახასიათოდ დღევანდელი მოდური სტილის ფოტოკრებულიც.

image

image

image

image

imageimage
image
image
image
image

5
1103
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1103
  
2014, 9 მაისი, 23:08
:* გაიხარე მანჩო. მალე უფრო საინტერესოს შემოგთავაზებთ, რაც ვიცი ბევრს გამოადგება. ;)
2014, 9 მაისი, 23:05
კარგიია, მაკუშ. ყოჩაღ..მშვენიერი ექსკურსია ჩააგვიტარე:)))
2014, 9 მაისი, 22:45
:D :D :D :D :D :D :D დეპრესიაში ვარ:)
2014, 9 მაისი, 22:44
:*:* აი შენ. ნუ, ისე შენ ასეთები რომ არ მოგწონებოდა, ვიტყოდი ავად გახდათქო :P :D:D
2014, 9 მაისი, 22:41
ძალიან ძალიან კარგია მომეწონა
0 1 5