x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთგულების ქამარი:ისტორია და ფაქტები
თავდაპირველად ეს უცნაური მოწყობილობა, რომელიც ქალს მამაკაცთან კონტაქტისაგან იცავდა, გამოიგონეს ძველ საბერძნეთში. მონა ქალებს აცმევდნენ ტყავის ქამარს, რომელიც ორი თასმისაგან შედგებოდა: ერთი შემოხვეული ჰქონდა წელზე, მეორე თასმა კი გადიოდა ფეხებს შუა. მთავარი დანიშნულება ამ ეგზეკუციისა იყო მონა ქალის არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აცილება. თუ მონა დაფეხმძიმდებოდა, ის ვეღარ შეძლებდა მუშაობას, მონათმფლობელს კი ეს ფაქტი არანაირად არ აწყობდა.

image

ძველი ბერძნების ეს მივიწყებული გამოგონება განავითარეს შუა საუკუნეებში:ტრადიცია, ბოქლომით ჩაეკეტა საკუთარი ცოლი, შემოიტანა ერთმა გერმანელმა იმპერატორმა(მის ვინაობაზე ისტორია დუმს). ყოველთვის, როცა იმპერატორი საომრად ან თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდიოდა, მჭედელს უბრძანებდა ცოლისათვის შემოერტყა რკინის ქამარი, რომელსაც დაბრუნებისას თავისი ხელით ხსნიდა. ხელსაწყო წარმოადგენდა ნამდვილ წამების იარაღს: ეს იყო უხეში რკინის კონსტრუქცია, რომელიც ფარავდა ქალის სხეულის ქვედა ნაწილს. მას ჰქონდა მხოლოდ სულ პატარა ნახვრეტი ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ჰიგიენასა და სისუფთავეზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. რა თქმა უნდა, ქამრის ერთადერთი გასაღები ეჭვიან ქმართან ინახებოდა.

image



გერმანელი მონარქის ინოვაციური გამოგონება ბევრ მამაკაცს დაუჯდა ჭკუაში. ძალიან მალე მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში ეს ქამრები მასიურად შემოვიდა მოდაში. მოდელები ძველბერძნულისაგან მასალით და კონსტრუქციით განსხვავდებოდა: მათში ძირითადად გამოიყენებოდა ლითონი და ხარის ტყავი, ბევრი მათგანი ნამდვილ "ხელოვნების ნიმუშს" წარმოადგენდა ოქროს და ვერცხლის დეტალებითა და დახვეწილი ორნამენტებით.

image

ჩვენამდე მოღწეული პირველი "ერთგულების ქამარი" თარიღდება XVI საუკუნით: სამარხში აღმოჩენილი იყო ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც ეს საწამებელი ეკეთა.

უადგილო არ იქნება ავღნიშნოთ, რომ "უბიწოების ქამარი
" საკმაოდ ძვირი საგანი გახლდათ. მას იყენებდა ძირითადად გაბატონებული კლასი: ვაჭრები, ბურჟუაზია და თავადები. ის ითვლებოდა ქალწულების უბიწოების დაცვის ერთადერთ საშუალებად. დედები სიამაყით განუცხადებდენ ხოლმე საქმროებს, რომ მათი გოგონები ლამის ბავშვობიდან ატარებდნენ ამ "ვენეციურ ღობეს". მამაკაცისათვის ასეთი საცოლე ნამდვილი განძი იყო, რადგან იმ დროს იტალიაში 15 წლის ქალწულის პოვნა იშვიათობას წარმოადგენდა. "ციხის" გასაღები მკაცრ დედასთან ინახებოდა და ქორწილის დღეს საქმროს საზეიმოდ გადაეცემოდა.

image

"ერთგულების ქამრები" ძალიან პოპულარული იყი ჯვაროსნული ომების დროს. საკუთარი ცოლის ერთთგულებაში დაეჭვებული, მრავალწლიან ომებში მიმავალი თავადები მათ ამ სამარცხვინო "საცვლებს " აცმევდნენ. უბედურებს საშინელი ტანჯვის გადატანა უწევდათ: ქამრები უჩენდენ კოჟრებს და წყლულებს წელზე და ინტიმურ ადგილებში და ის უმახინჯებდა ქალს ფიგურას. ზოგჯერ დაზიანება იმდენად დიდი იყო, რომ ქალის სიცოცხლის გადასარჩენად სასამართლოს გამოჰქონდა გადაწყვეტილება მოეხსნათ ქამარი ქალისათვის, თუმცა ამის შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ ქმარს, რათა ის არ გაბრაზებულიყო, როცა დაბრუნებისას ქამარი ადგილზე არ დახვდებოდა.

ხშირად ამ ქამრის გამოყენებას ტრაგიკული შემთხვევები მოჰყვებოდა ხოლმე. ამ ცოტა ხნის წინათ ბავარიაში აღმოაჩინეს ძველი სამარხები, რომელშიც ძალიან ბევრი ქამრით დაკრძალული ქალის ნეშტი იყო. სავარაუდოდ, ესენი იყვნენ ქვრივები, რომელთა ქმრები ომიდან ვერ დაბრუნდნენ და საბრალო ქალებს სიცოცხლის ბოლომდე მოუწიათ ამ საწამებელი იარაღის ტარება.

image

ეპოქამ, რომელმაც შექმნა ეს ქამარი, მისი საწინააღმდეგო საშუალებაც გამოიგონა:საკმაოდ კარგი ფულის საფასურად მჭედლები გასაღების ორეულს ამზადებდნენ, მას ხან ქალს მიყიდდნენ, ხანაც მის საყვარელს. გრენობლის მუზეუმში ინახება ძველი გობელენი, რომელზეც აღწერილია შემდეგი სცენა: საკუთარი ციხესიმაგრის კარიბჭიდან გამოდის ცხენზე ამხედრებული აბჯარასხმული რაინდი, მას ციხესიმაგრის ფანჯრიდან ცხვირსახოცს უქნევს მშვენიერი ცოლი. მხედარს გულზე გასაღები ჰკიდია, სავარაუდოდ "ერთგულების ქამრის". გობელენზე ჩანს მეორე რაინდიც, ოღონდ საბრძოლო საჭურველის გარეშე. ის უკანა კარებიდან მოიპარება ეზოში და ყელზე ზუსტად ისეთივე გასაღები ჰკიდია, როგორიც ჩვენს მოტყუებულ რაინდს.


ახლა კი გთავაზობთ "ერთგულების ქამართან" დაკავშირებულ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს:

1.ევროპის ზოგ ქვეყანაში დღესაც არსებობს სახელოსნოები, სადაც "უბიწოების ქამრებს " ამზადებენ 21-ე საუკუნის ეჭვიანი ქმრების შეკვეთით. მათში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, მასალები და ელექტრონიკა. ხელოსნების აღიარებით, მათ წელიწადში 150-200 ქამრის შეკვეთას აძლევენ.


image


2.თანამედროვე ინდონეზიაში, სადაც ჩინელების მიმართ განსაკუთრებული მტრობა და სიძულვილია, ზოგი ჩინელი ქალი ქამარს ატარებს გაუპატიურების შიშით. ასევე ზოგ ინდონეზიურ მასაჟის სალონში მეპატრონეები მასაჟისტ ქალებს აიძულებენ ეს ქამარი ატარონ, რათა კლიენტს მიანიშნონ, რომ აქ სხვა სახის მომსახურეობა აკრძალულია.

image


3.ვიქტორიანულ ეპოქაში პირველად იქნა გამოყენებული მამაკაცის" ერთგულების ქამარი". მათ აცმევდნენ ბიჭუნებს, რომ ონანიზმისათვის ხელი შეეშალათ. ინგლისში ითვლებოდა, რომ მასტურბაცია სიბრმავეს, ჭკუიდან შეშლას და უცაბედ სიკვდილს იწვევდა.

image

8
1636
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1636
  
2014, 9 მაისი, 18:53
ახლა ჭირდებათ, თუ ჭირდებათ::::::::::::D
2014, 9 მაისი, 18:51
საწყლები :(( კიდევ კარგი ჩვენთან არ არის,ისე ზოგს კი მართლა სჭირდება :D
2014, 9 მაისი, 13:33
რა სუნი ექნებოდათ, დაუბანლებს და უსუფთაოებს?:(
2014, 9 მაისი, 13:28
საბრალო ქალები,ან რა დაემარტებოდათ ქალური წესის დროს ან სასაცილოა მაგრამ კუჭი რომ აშლოდათ?:))))))))))))))))))))))))))))))))))))
2014, 9 მაისი, 12:05
აჰა:D
2014, 9 მაისი, 12:02
:-D საინტერესოა
2014, 9 მაისი, 11:47
გამოგონება არ დაჭირდებოდათ..მხოლოდ ტექნოლოგიის ცოტაოდენი გაუმჯობესება:D
2014, 9 მაისი, 11:38
ინდოეთშიც ახლახან გამოიგონეს ტრუსი..გაუპატიურების საწინააღმდეგო..იგ მოგეხსენება გახშირებული გაუპატიურებები ამ ბოლო დროს.
0 1 8