x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქართველი ბებოს გულისამაჩუყებელი ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი შეძრა

image"კარგი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება" და კიდევ რამდენ სიბრძნეს ვსწავლობთ სიცოცხლის მანძილზე. სამწუხაროდ თეორიულად ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება ცოტას თუ შეუძლია. ეს ყველაფერი ალბათ ქვეყანაში გამეფებული ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალიცაა... კეთილ ადამიანებს, რა დალევს... საბედნიეროდ ისინი ჩვენს გარშემო არიან, მუდამ მზად ჩვენს დასახმარებლად.

ერთ ქართველ ბებოს კი ძალიან გაუმართლა...

"ერთხელ დილით სახლში ვბრუნდებოდი. სადარბაზოში განცხადება დამხვდა: "ძვირფასო მეზობლებო! დღეს დაახლოებით 9.20 სადარბაზოს შესასვლელთან დავკარგე 20 ლარი. თუკი ვინმემ იპოვეთ, გთხოვთ შემოიტანოთ 76 ბინაში, ლეილა მოიკითხეთ. პენსია სულ 180 ლარი მაქვს."

ამოვიღე 20 ლარი და ბინისკენ გავეშურე, დავაკაკუნე. კარს ხანშიშესული ბებია ქალი აღებს. როცა მე დამინახა, ფულს რომ ვაწოდებდი, სასწრაფოდ ჩამეხუტა და სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა. შემიპატიჟა და მიყვება: "ფქვილის საყიდლად ვიყავი. როცა ვბრუნდებოდი, სადარბაზოში შემოსვლისას გასაღები ამოვიღე - ფული კი, ალბათ, ამომივარდა". მაგრამ გადაჭრით მითხრა უარი ფულის გამორთმევაზე! აღმოჩნდა, რამოდენიმე საათის განმავლობაში მე უკვე მეექვსე ვიყავი. ვინც "იპოვა" ბებიის დაკარგული ფული! ადამიანებო, მიყვარხართ, რომ ასეთები ხართ".image

ამ ერთმა "ფეისბუქპოსტმა" თითქმის მთელი საქართველო მოიცვა და ბევრი ჩვენგანიც შესანიშნავ განწყობაზე დააყენა. ვუსურვოთ ბებოს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე... აი, ის ექვსი უცნობი კი, უდავოდ, ყველაფრის საუკეთესოს ღირსია... image

3
465
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
465
  
2014, 11 მაისი, 12:35
მე მითხარი?
2014, 10 მაისი, 8:46
რატომაც არააა:))))
2014, 9 მაისი, 18:35
ოჰოო თარხანის სტატუსი რა პოპულარული გახდა :))
0 1 3