x
მეტი
  • 20.09.2019
  • სტატია:94959
  • ვიდეო:342620
  • სურათი:456946
ქუთაისში რესტორანი "მირზაანი" დაიხურა

imageქუთაისში რესტორან "მირზაანმა" მუშაობა შეაჩერა.


როგორც რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა გვითხრა, რესტორანი მეორე კვირაა არ მუშაობს და ამ ეტაპზე შენობის დაცლა მიმდინარეობს.


"სხვა ინფორმაცია არ მაქვს, მეტს ვერაფერს გეტყვით, "–განაცხადა "მირზაანის" აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა.


მოგვიანებით რესტორნის მენეჯერს დავუკავშირდით. "მირზაანის" მენეჯერი რესტორნის დახურვის მიზეზებზე არ საუბრობს.


"ეს შიდა სამზარეულოა და პასუხს ვერ გაგცემთ, "–აღნიშნა რესტორნის მენეჯერმა.

0
468
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0