x
worldsport.ge
რონალდუს ტრავმა მძიმე არაა

imageმადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვება არ ემუქრება.
“ვალიადოლიდთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) დებიუტში, მან შეცვლა მოითხოვა და მოედანი მე-9-ე წუთზე დატოვა. Marca-ს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი ფეხის კუნთმა შეაწუხა და სერიოზული ტრავმის მიღების რისკის შესამცირებლად მოედნიდან გასვლა გადაწყვიტა.
მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ რონალდუ ჯანმრთელადაა. შეგახსენებთ, რომ “ვალიადოლიდთან” მატჩამდე ანჩელოტიმ თქვა, რომ პორტუგალიელი გადაღლილია, თუმცა მაინც ითამაშებდა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0