x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
თმის ვარცხნილობა-Beachy waves
ზღვის სეზონი თანდათან გვიახლოვდება. თუმცა დიზაინერების საგაზაფხულო ჩვენებებზე უკვე იგრძნობოდა სანაპიროს სასიამოვნო ნიავის ქროლა.

ცნობილი ვიზაჟისტის ოდილ ჟილბერის აზრით, ამ სეზონზე თმის ვარცხნილობა-Beachy waves ერთ-ერთი მოდური ტენდენცია გახლავთ.

"Jill Stuart-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისთვის შევქმენი უდარდელი, ახალგაზრდა გოგონას სახე, რომელმაც დღე ოკეანის სანაპიროზე გაატარა და მისი თმები სანაპიროს ქარმა აწეწა"-განაცხადა ოდილმა ვარცხნილობის ტენდენციების მიმოხილვისას.
ვარცხნილობა მეტად ბუნებრივად გამოიყურება და მეტად სექსუალურიცაა. მისი შექმნა თავადაც შეგიძლიათ ქარის დახმარების გარეშეც.

1. გვერდით გადადეთ სავარცხელი. პირველ რიგში უნდა შექმნათ მოცულობა, რისთვისაც დაგჭირდებათ მუსი, მაგ. Full Volume Extra, Tecni.Art, L’Oréal Professionnel . ის თითებით გაანაწილეთ თმის ძირებში, შემდეგ თმა უკან გადაიწიეთ. თავი ძირს დახარეთ და თმები გაიშრეთ ფენით, ცხელი ჰაერის ნაკადი თმის ძირებიდან ზევით ერთი მიმართულებით მიმართეთ.


2. გააკეთეთ 2-4 სმ-ის სისქის თმის რიგები. მთელ სიგრძეზე დაიტანეთ მუსი. დაახვიეთ, შეკარით და გააშრეთ ფენით, პარალელურად თმის რიგები დაჭმუჭნეთ, რისთვისაც თმა მუჭაში მოიქციეთ, შემდეგ ფენი მიუშვირეთ, შემდეგ ისევ მოიქციეთ,
შედეგად თმები უფრო რბილი და დამყოლი გახდება.
3. მოაშორეთ თმას რეზინის სამაგრები (ფოტოზე). შემდეგ თითებით კარგად გაასწორეთ რიგები. შუბლზე არსებული განიერი კულულისგან შექმენით ე.წ „ჩოლკა“, ბოლო დაამაგრეთ, დააფიქსირეთ ლაქით. თუ თმას მოცულობა არ ყოფნით, შეგიძლია ლაქი თმის ძირებშიც
მიასხათ.

image

image

image
Jill Stuart
image
J.Mendel

1
545
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
545
  
0 1 1