x
image
მანჩო 777
გასაოცარი ცხოველები, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ
ზღვის სიღრმეებში, მადაგასკარის ტყეებში და აფრიკის სავანაში უამრავი ეგზოტიკური და უცნაური ცხოველი ბინადრობს, რომლებიც ფოტოგრაფებისათვის აღმოჩენას წარმოადგენენ, ხოლო მათ მიერ გადაღებული ფოტოების მნახველთათვის ეს ცხოველები თავსატეხია-ეს რეალობაა თუ ფოტოშოპი?

მერწმუნეთ, ამ საოცარი ცხოველების შექმნაზე თავად ბუნებამ იზრუნა და ფოტოშოპი აქ არაფერ შუაშია.


ზღვის ღორი-ეს დასახელება ცხოველმა მიიღო თავისი მილისმაგვარი ფეხების და სხეულის მრგვალი ფორმის გამო

imageimage




თოვლის თხა-როგორც ჩანს, თხა ფოტოგრაფზე ნაკლებად არაა გაოცებული

image



მოლოხი-ამ ხვლიკმა სახელი მიიღო ღვთაება მოლოხის საპატივცემულოდ, რომელსაც საუკუნეების წინ ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად

image



ნარვალი-ნარვალებს სულ 2 ზედა კბილი კბილი აქვთ, აქედან მარცხენა კბილის სიგრძე ზოგჯერ 3 მეტრს აღწევს ხოლმე

image


ოკაპი-მიუხედავად იმისა, რომ აღნაგობით და შეფერილობით ოკაპები ცხენებს უფრო გვანან, ისინი ჟირაფების კლასს მიეკუთვნებიან

image


ვეშაპისთავა-ანუ სამეფო ყანჩა

image


ლილისფერი ბაყაყი--ფოსფორიანი ბაყაყის ერთადერთი სახეობა

image


ლურჯი თევზი-თუთიყუში

image

ლურჯი თევზების ოჯახი 80-მდე სახეობას მოიცავს. ყველა ისინი განსაკუთრებული ლურჯი შეფერილობით გამოირჩევიან

image



ეკლებიანი გველგესლა-ამ გველს მთელ სხეულზე გააჩნია განსაკუთრებული მოხრილი ეკლებისმაგვარი წამონაზარდები

image


ანტილოპა საიგაკი-სხვა ჯიშის ანტილოპებისაგან საიგაკი გამოირჩევა არანორმალურად დიდი ცხვირით

image



გიგანტური იზოპოდი-ეს კიბოსნაირი სხვა მისი მსგავსებისაგან უზარმაზარი ზომით გამოირჩევა, მას შეუძლია წლობით იწვეს ოკეანის ფსკერზე საკვების გარეშე და არაფერი არ დაემართოს

imageimage



თევზი პაკუ-პირანიების ჯიშის ამ თევზს ადამიანის კბილებთან საოცრად მსგავსი კბილები აქვს

image



ვენესუელური რქიანი ფარვანა-ეს არის ფარვანას სულ ახლახან აღმოჩენილი ახალი ჯიში

image



ცისფერი დრაკონი- ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მაგრამ საშინლად შხამიანი ზღვის ცხოველი

imageimage



ზოლებიანი ზღარბი-ეს ზღარბი გამოსცემს ხმებს, რომელიც ძალიან წააგავს გაბრაზებული გველის სისინს

imageimage



Umbonia Spinosa-ამ ხოჭოს მახვილი იმისათვის ჭირდება, რომ შუაზე გაჭრას ყვავილის ბუტკო, რომლის წვენითაც ის იკვებება

image



გველი-პენისი- წყლის გველების ოჯახის Atretochoana eiselti-ის წარმომადგენელი

imageimage



ჭიანჭველა-პანდა- მიუხედავად სახელისა, ეს არსება ჭიანჭველა კი არა, არამედ კრაზანაა

image



ზვიგენი-გობლინი- მისი თავი ბოლოვდება რქისმაგვარი წამონაზარდით, ხოლო ყბები არანორმალურად დიდი და წინ წამოწეული აქვს

image


თევზი-თაგვი- ეს არის ოკეანის თევზი, მაგრამ ის იოლად იტანს აკვარიუმში ცხოვრებას

image

5
1279
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1279
  
2014, 6 მაისი, 16:03
გაიხარე ნინ:*
2014, 6 მაისი, 16:02
როგორც ყოველთვის საინტერესო სტატიებს წერ მანჩო ^–^
2014, 6 მაისი, 15:59
ეგრე ოკაპიც ლამაზია
2014, 6 მაისი, 15:57
რატო? ზოგიერთი ძაან ლამაზია, განსაკუთრებით ზღვის დრაკონი მომეწონა:)
2014, 6 მაისი, 15:56
რა არის მანჩო ახლა ამას რომ ვათვალიერებდი ..მეგონა ჰიჩკოკის ღომელიღაც ფანტასტიურ საშინებეას ვუყურებ მეთქი...... საინტერესო იყოოოო
0 1 5