x
image
worldsport.ge
დაუმარცხებელი სენი

image 30 წლის ასაკში ბრიტანელი ჩოგბურთელი ელენა ბალტაჩა გარდაიცვალა. მარტში მას ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, ინტენსიურმა მკურნალობამ კი სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ბალტაჩამ 4 ტიტული მოიგო, 324 მატჩში იმარჯვა (243 მარცხის წილ), 2010 წლის სექტემბერში კი რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებდა.
ელენა ბალტაჩა კიევში დაიბადა. მისი მშობლები ცნობილი სპორტსმენები არიან. მამა სერგეი ბალტაჩა საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” მცველი გახლდათ, დედა ოლგა საკავშირო ნაკრების წევრი იყო ხუთჭიდში. 1989 წელს ბალტაჩების ოჯახი დიდ ბრიტანეთში გადასახლდა. სერგეი ჯერ “იპსვიჩ თაუნში” თამაშობდა, შემდეგ საფეხბურთო კარიერა შოტლანდიაში გააგრძელა. ელენამ საჩოგბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა.
ელენა ბალტაჩას გარდაცვალებით მწუხარება გამოთქვა WTA-ს პრეზიდენტმა სტეისი ალასტერმა. მისი თქმით, ელენა ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჩოგბურთელობისას კი შეუპოვარი ხასიათით და მონდომებით გამოირჩეოდა.




გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
385
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0