x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნანუკა ჟორჟოლიანი ნოშიკო ნამორაძის სახლის ფოტოს ავრცელებს
image
როგორც იცით, ნანუკას მეუღლის, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას სასტიკად გაუსწორდნენ. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანუკას "ფეისბუქზე " გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დავით კოდუა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება:

"დათო კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა! დღეს დილით ტვინმა დაიწყო შეშუპება! ექიმები გვირჩევენ უცხოეთიდან ექიმების სასწრაფოდ ჩამოყვანას!"

ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია ბიზნესმენი ნოშრევან(ნოშიკო) ნამორაძე, რომელიც თვითონ ჩაბარდა სამართალდამცავებს და დანაშაული აღიარა.image

ნოშიკოს მეუღლემ, ნინო სუთიძემ ქმრის დაცვის მიზნით განაცხადა, რომ ერეკლე კოდუას დავალებით 2008 წელს, სოდ-ის თანამშრომლებმა მის მეუღელს დიდი რაოდენობით ნარკოტიკები ჩაუდეს, წილის დათმობის სანაცვლოდ დაპატიმრებული ნოშიკო ნამორაძე გაანთავისუფლეს, ჩამოართვეს ნინო სუთიძის საკუთარი ავტომობილი "რენჯროვერი" და დატოვეს უსახლკაროდ ჩვილ ბავშვთან ერთად. და ამის გამო ნოშრევან ნამორაძემ, სამაგიეროს გადახდის მიზნით ელექტროშოკით გათიშა და სასტიკად სცემა. (დავით კოდუას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს). ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოიძია ბიზნესმენ ნამორაძის კრწანისის მდიდრული ვილის ფოტო და ასეთი წარწერა გაუკეთა:



"ღმერთმა ბევრი მისცეს! ოღონდ გულწრფელად ვამბობ საბას და მარიამს გეფიცებით! უბრალოდ ეს იმ ნოშიკოს სახლია რომელსაც "ყველაფერი წაართვეს!" და ბავშვებით "ღია ცის ქვეშ დატოვეს!"

image

0
803
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0