x
image
worldsport.ge
სტამს ქართულ დებიუტს პასპორტი აშორებს

imageჰოლანდიელი ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი ესტერ სტამი საქართველოს სახელით ტატამზე მას შემდეგ გავა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ პასპორტს მიიღებს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დიდი ხანია, წარმატებით დასრულდა, იურიდიული ფორმალობებიც მოგვარებულია და ერთადერთი, რაც სტამის საქართველოს სახელით ჭიდაობას სჭირდება, საქართველოს პასპორტია.
ძიუდოს ფედერაციამ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე მიმართა და იყო შანსი, რომ ესტერ სტამი ევროპირველობაზე გამოსვლას შეძლებდა, მაგრამ ეს არ მოესწრო და დებიუტიც გადაიდო.
ესტერ სტამი 1987 წელსაა დაბადებული. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა შიდა კონკურენციაში ისეთ ძიუდოისტებთან უწევს ბრძოლა, მსოფლიოს ტატამზე სხვა ქვეყნის სახელით გასვლა ალბათ მისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. შეგახსენებთ, ამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ხუთეულში ორი ჰოლანდიელია: ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი კიმ პოლინგი სულაც რეიტინგის ლიდერია. იუნიორებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ლინდა ბოლდერი კი მეხუთეა. სტამი მხოლოდ 96-ე პოზიციას იკავებს. თანამემამულეთაგან მასზე წინ ევროპის 5-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი ედიტ ბოსხიც (52-ე ადგილი) დგას.
ესტერ სტამი ევროპის ჩემპიონი 2007 წელს, ზალცბურგში გახდა, 23-წლამდელთა შორის.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0