x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა მაიას ახალ კალენდარს მიაკვლიეს
15:40 12.03.2012 [ნინო კოჭლამაზაშვილი] ყველასთვის ცნობილია, რომ უძველესი ცივილიზაციის მაიას ტომის კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება. თუ ეს „დასასრულია“, უნდა ვაღიაროთ, რომ ცოტა დრო დაგვრჩა. გარდა ამისა, ვითარებას ისიც ძაბავს რომ სამყაროს აღსასრულზე არაერთი წიგნი და ფილმი გამოვიდა.

მაიას კალენდრის ინტერპრეტაცია – ადამიანებს შესაძლო გლობალური კატასტროფების სერიოზულად ეშინიათ. ზოგი მიიჩნევს, რომ მაიას უძველს ხალხს მართლაც შეეძლო სამყაროს აღსასრულის წინასწარმეტყველება, ამიტომ მათი კალენდრის დასასრულს სამყაროს აღსასრულს უკავშირებენ.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტმა ბევრისათვის დამამშვიდებელი აღმოჩენა გააკეთა. მკვლევარებმა ტორტუგუეროსთან ახლოს, კომალკალკოს ნანგრევებში ახალი მინიშნება იპოვეს.

საუბარია ქვის კედელზე გაკეთებულ წარწერაზე. კომალკალკოს ტაძარი მაიას სხვა შენობებისგან იმით განსხვავდება, რომ ის აგურითაა აშენებული. ეს აღმოჩენა რამდენიმე წლის წინ გაკეთდა და მეცნიერების მას ჯერ კიდევ სწავლობენ.


„სამყაროს აღსასრულის“ მოახლოებით შეშინებულთათვის სასიხარულო კი ის არის, რომ ამ კალენდარზე „დასასრულს“ ჯერ ვერ მიაკვლიეს.

წარწერა „კალენდარულ წრეს“, თვეებისა და დღეების ციკლს წააგავს, რომელიც ყოველ 52 წელში მეორდება. ამ კალენდარში მითითებულია მეცამეტე „ბაკტუნის“ დასასრული.

„ბაკტუნი“ ეს არის დროის პერიოდი, რომელიც დაახლოებით 394 წელს მოიცავს. მაიას ქრონოლოგიით მეცამეტე „ბაკტუნი“ 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება. ვინაიდან ეს მე–13 „ბაკტუნია“, რიცხვი უარყოფით ასოციაციებს იწვევს და ამიტომ ბევრმა დაიჯერა, რომ რაღაც ცუდი მოხდება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი ჟერარდ ალდანი კი ამტკიცებს, რომ მაიას კალენდარი შეცდომითაა გაშიფრული. მისი თქმით, კალენდარი 60 დღით გვიან, 2013 წლის 13 თებერვალს მთავრდება.

4
1371
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
1371
  
2016, 25 სექტემბერი, 15:43
გუშინდელივით მახსოვს 12.12.2012 რომ დგებოდა მოვიმარაგე ჩაფხუტი. არაყი. სილოტკა. პიკული კიტრის მჟავე. მოხარშული კარტოფილი და ჩავედი სარდაფში. გათენდა 13.12.2012 ამდენ რამეს ხომ არ გავაფუჭებდი???? ამის შემდეგ გათენდა 01.06.2013
2016, 5 ივნისი, 18:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 4 ივნისი, 13:54
კი, მეც ეგრეე ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ მაიას ტომელები გაგრძელებდნენ კალენდრის შედგენას ესპანელებს რომ არ ამოეხოცათ ისინი....
2012, 19 აპრილი, 15:38
კაი რა ვიღაცას კალენდრის დაწერის გარძელება დაეზარა ან მოკვდა და დგეს ამის გამო რატომ უნდა ვნერვიულობდეთ არ მესმის...
0 1 4