x
image
მანჩო 777
უგემრიელესი და იოლად მოსამზადებელი ტორტი "პრემიერა"
image

ინგრედიენტები:


ბისკვიტისათვის:


კვერცხი-3 ცალი

არაჟანი(20%-იანი)-1, 5 ჭიქა(300 გრამი)

შაქარი-1 ჩაის ჭიქა

კაკაო(მუქი ფერის)-2 სუფრის კოვზი

ფქვილი-2, 5 ჭიქა

სოდა ძმრით-1 ჩაის კოვზი


კრემისათვის:

შესქელებული რძე-1 ქილა(380 გრამიანი)

კარაქი-250 გრამი

ვანილი-დანის წვერით

შოკოლადი-მოსართავად


მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დავამატოთ არაჟანი, სოდა ძმრით და მოვურიოთ ხის კოვზით ან სილიკონის ნიჩბით. ფქვილში შევურიოთ კაკაო და დავაცრათ ჩვენს მასას. კარგად ავურიოთ, ისე რომ არ იყოს კოშტები. მივიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს.

ცომი ჩავასხათ 25 სმ დიამეტრის პერგამენტდაფენილ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

გამოცხობას დაჭირდება 40-50 წუთი. გამოვიღოთ ბისკვიტი ფორმიდან და გავაციოთ.

მოვამზადოთ კრემი: კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავამატოთ შესქელებული რძე და ვანილი. ავთქვიფოთ კარგად კიდევ ერთხელ.

ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად, თითოეულს წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვრთოთ სურვილისამებრ. შევდგათ მაცივარში 3-4 საათი, რომ კრემი კარგად გაებრჯნეს.

მიირთვით გემრიელად!

image

9
465
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
465
  
2014, 3 მაისი, 20:04
ხომ იცი როგორ მიყვარხარ :P :–*
2014, 3 მაისი, 20:02
აჰაა..დამიწუნე კიდეც: შეგინახავ კიდევ, არ გინდა?:D
2014, 3 მაისი, 19:58
რაღაც ფერზე არ მომწონს:)
2014, 3 მაისი, 19:41
საკმარისადაა დარჩენილი, ასე რომ დროზე მოხვედი:)
2014, 3 მაისი, 19:38
მე არ დამიტოვეთ ხო ნინი ვის ახსოვს:D
2014, 3 მაისი, 19:34
:D გაამოს
2014, 3 მაისი, 19:33
აბა ისე გემრიელი იყო უცებ გადავსანსლე
2014, 3 მაისი, 19:31
ასე უცებ?:D
2014, 3 მაისი, 19:29
მადლობთ მივირთვი)))))))
0 1 9