x
image
ვაჟიკო
თამამი და სექსუალური იმიჯის მქონე თამთა გოდუაძე

imageთამთა გოდუძე საბერძნეთში ცნობილი მომღერალია. ქართველ მომღერალს პოპულარობა უკბე არც საქართველოში აკლია. ის მუსიკალური პროექტის X-Factor-ის ჟიურის წევრია და საქართველოში უმრავლესობამ ზუსტად აქედან გაიცნო.

თამთა თამამი და სექსუალური სცენური იმიჯითაა ცნობილი. image
თამთა 1981 წლის 10 იანვარს არის დაბადებული საქართველოში. ხუთი წლიდან დაიწყო სიმღერა. თითქმის ექვსი წელი საქართველოში მღეროდა, საბავშვო ჯგუფის ვოკალისტად. პარალელურად სწავლობდა ფორტეპიანოსა და ბალეტს. 22 წლის ასაკში საბერძნეთში გაემგზავრა.



როგორც ამბობენ, საბერძნეთში ჩვეულებრივ, სამუშაოდ წავიდა, რადგან მაშინ უკვე შვილი ჰყავდა (თამთას ძალიან ადრე, 14 წლისას გაუჩნდა შვილი), მარტოხელა დედა იყო და მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებოდა.



საბერძნეთში იმ პერიოდში იწყებოდა შოუ ''სუპერ აიდოლ'', დამწყები ვოკალისტების კონკურსი, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა. ეს წარმატება ტრამპლინი აღმოჩნდა მისთვის შოუბიზნესის სამყაროში.



თამთას ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სხვადასხვა ბრენდის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიებში.



ამ ინფორმაციასთან ერთად რა თქმა უნდა თამთას გასაცნობად მისი საუკეთესო ფოტოების კრებული შევადგინეთ. ვიდეოში კი მისი ერთ-ერთი სიმღერის კლიპის ნახვა შეგიძლიათ.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0