x
image
ლეელ
"ბედნიერი ერი"-ანუ ჩემი თვალით დანახული ქართველი ერი.
ბედნიერი ერი.

"ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?"

ილია ჭავჭავაძე.

1871

ლექსის დაწერიდან გავიდა თითქმის საუკუნე-ნახევარი. თუმცა კი პრობლემა, რომელის იყო XIX საუკუნეში, დღესაც კვლავ აქტუალურია. ქართველი ერი, ისევე როგორც უწინ, ახლაც მძიმე დღეშია, არა თუ გადაშენების, არამედ გადაჯიშების.

ცრუ დაპირებები....ყალბი ღიმილი....მხოლოდ აღშფოთება....შური....ღალატი.

ქართველობა სამწუხაროდ აღჭურვილია მოძმის მტრობით, არ-გატანით.

დღეს, ისევე როგორც არასდორს, საძებნია ადამიანები, რომელთა გულშიც ღველფავს ნაკვერჩხალი. ნუთუ კვლავ გამოჩნდება ილიას მსგავსი ადამიანი, რომელიც ამ გულებს შეაერთებს და ერთ დიდ ცეცხლად აქცევს“, გაათბობს მამულის გულს და მოუშუშებს ჭრილობებს. ნუთუ კვლავ მოუწოდებენ ქართველობას მგზნებარე გულით:"ქართველნო, ერთად მტრისაკენ!!!!" ნუთუ კვლავ აფრილაფდება სიამაყით და სიწმინდით აღსავსე ქართველთა დროშა... დროშა, რომელიც ჩამოირეცხს ყველა ცუდს და გაცისკროვნდება.


ლელთ ღუნია ამბობდა: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს"(მგზავრის წერილები. ილია) - თითქოს თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ ნუთუ ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის?! თუ ეს ასეა, მაშინ რატომ განვიცდით სხვათა გავლენას??? რატომ ვიღებთ მხოლოდ იმას, რასაც გვთავაზობენ?! რატომ არ გვაქვს ხმის ამოღების უფლება?!

უმრავლესობა ქცეულა კოსმოპოლიტად... პატრიოტი სანთლით საძებნია... და თუ იპოვე აღმოაჩენ, რომ თუმცა ისინიც "განილევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა"(გიორგი მერჩულე).

შეეჩვია ქართველობა სხვის ხარჯზე ცხოვრებას, სხვის ქვეყანაში, სხვის ოჯახში. ქართველი კაცი სხვის ქალს ეპოტინება, თუმცა ქალიც არ რჩება ვალში. დღეს უცხოელზე დაოჯახება "ცვეტშია". უმეტესობას არ ადარდებს მომავალი :

„ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარ გულს;
რის ქართველობა, რა ქართველობა!
მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?“(ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბედნი ქართლისა)

აღარ იზრდება მომავალი თაობა მამულის სიყვარულით. წარიწყმინდა სამი სიწიმინდე, რომელიც ასე საამაყოდ გვაქვს ქართველობას "ენა, მამული, სარწმუნოება". ილიამ ჩვენ ის ჩაგვაბარა და მისი დაცვა, მოფრთხილება, გაძლიერება დაგვავალა.

XXI საუკუნეა, გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები წინა პლანზეა წამოწეული. მაგრამ, ქალებო, დაფიქრებულხართ ერთხელ მაინც რას გაძლევთ თანასწორობა?! თამარიც კი, დიდი თამარი, დამოკიდებული იყო თავის ქმარზე და მისი სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დავით სოსლანი იყო. მომხრე ვარ ქალმა უნდა იმუშაუს, იყოს უფლებებით აღსავსე და შეეძლოს თავისუფლად მოქმედება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ყველაზე მთავარი რამ: ქალი, ადრე თუ გვიან გახდება დედა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქალებს და ამას უნდა გაგებით მოვეკიდოთ. დედა მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს შვილისთვის. ადამიანის ადამიანურობას განაპირობებს ბაძვა. ბავშვი კი ქვევრივითაა, რასაც ჩასძახებ ომასვე ამოგძახებს.

"ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!" (ნიკოლოზ ბარათაშვილი)

"Homo homminis lupus est"-ადამიანი ადამიანისთვის მგელია. ჩემი გადმოსახედიდან, თამამად შემიძლია ეს ძველი სენტენსია შევცვალო ახლებურად "ქართველი ქართველისთვის მგელია". ვკითხულობთ ისტორიას, სადაც, უმეტესწილად, გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველია ისევ მოღალატე. გამოვთქვამთ აღშფოთებას და ვგმობთ მოღალატეს, მაგრამ როგორები ვართ ჩვენ??? არ გვიყვარს მოძმის წარმატება და ვცდილობთ როგორმე ძირი გამოვუთხაროთ. ვაკეთებთ აუარებელ ბოროტებას, გული აღსავსე გვაქვს შურით და ბოღმით. მკითხველო, თუ კი არ იცი, გეტყვი:ისტორიული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ პირველი მოღალატე ქართველი ერისა ისევ ქართველია.

ანტიკურ ეპოქაში აღმოცენდა კიდეც ერთი დიდებული სენტენცია : "lupus non mordet lupum"-მგელი არ კბენს მგელს. მაშ ჩვენ რაღა გვჭირს?! მეცნიერების ერთი კატეგორია ამტკიცებს, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან. ე.ი. ის არის ცხოველური წარმოშობის. "ადამიანი ადამიანისთვის მგელია"-მართლაც მივუახლოვდით ცხოველს ჩვენი საქციელებით, მაგრამ "მგელი არ კბენს მგელს" მაშ რანი ვყოფლივართ. თუ ადამიანი განვითარებული ცხოველია და ცხოველი თავის მოძმეს არ წირავს, მაშ რა არის ადამიანობა?? თანამოძმის გაწირვა???

დღეს უმეტესობამ სამი ბრწყინვალე პიროვნების სახელი და მათი ნაღვაწი: ვახტანგ გორგასალი, წმინდა ნინო, იაკობ გოგებაშვილი. სამაგიეროდ იციან გეი, ჰომოსექსუალი, ორალური სექსი. რაზე იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზე იზრდება მომავალი თაობა. სითკენ მიექანები ბედკრულო საქართველოვ?!

იმისთვის არსებობს იბერიის სამეფო 24-25 საუკუნე, რომ ეხლა გადავჯიშდეთ.

"რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? (ილია. "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?")"


ვცდილობ, მომავალს იმედის თვალით შევხედო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იმედები ნელ-ნელა ქრება. ჩემი მშობლებისგან და ბებია-პაპასგან მესმოდა ბავშობაში:"შვილო, იმედია თქვენ მაინც გაიზრდებით მშვიდობიან, გაერთიანებულ და გაბრწყინებულს საქართველოში". ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ეს სიტყვები ამიხდებოდა, მაგრამ.....ოცნება ოცნებად დარჩა...წელიბი კი მიფრინავენ. მეშინია, ძალიან მეშინია, ჩემს შვილებსაც ტყუილი დაპირებებით არ ავუვსო გული, არ დავაიმედო, რომ გაბრწყინებულ საქართველოს კვლავ ვიხილავთ და შეიძლება იცხოვრონ ასეთ საქართველოში, უკეთეს შემთხვევაში მათ თუ არა მათმა შვილებმა, ჰო, კაი, შვილიშვილებმა. იმედი-იმედი მაგარი რაღაცაა. წყალწაღებული ადამიანის ერთადერთი ნათელი წერტილი. და რაც უფრო მიისწრაფი მისკენ, ხვდები, რომ უფრო და უფრო მცირდება, გშორდება იგი. თუმცა, ერთადერთი იმედი, რომელსაც ვებღაუჭები ისაა, რომ საქართველო მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მინდა მჯეროდეს, რომ ქართველი ერი კვლავ დაიწყებს ბრძოლას და ლაშარი წმინდა გიორგი, თეთრ ცხენზე ამხედრებული, კვლაც ჩვენს გვერდით იქნება.


p.s. დიდი იმედი მაქვს, ჩემო კარგო, წაკითხვის შემდეგ არ გაგიჩნდა სურვილი სტატიის დაბლოკვის. სხვა თუ არაფერი სათაურს მიაქციე ყურადღება და მიხვდები, რომ მე არავის ვაყენებ შეურაწყოფას. ჩემი ბრალი არაა, თუ ასე ვხედავ მე ქართველ ერს!!!















ლეელ


23
9751
11-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
9751
  
2019, 9 აგვისტო, 12:07
გაიხარეთ, იდღეგრძელეთ თქვენი თამადობით ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, რომელიც თეთრზე არ იტყვის შავიაო, რომელსაც სწორი ხედვა გააჩნია & რომელიც ყვედაფრის მიუხედავად მაინც მედგრად დგას " რთული დროების წინააღმდეგ"... იმედი მართლაც მაგარი რამეა,სასოწარკვეთილი ადამიანის უკანასკნელი დასაყრდენი მაგრამ ვაი, რომ ესეც ყოველგვარი პოზიტივის პარალელურად დროთა ვითარებაში ინავლება სრულ გაქრობამდე & საბოლოოდ კი ნიველირდება ცხოვრების მიერვე... გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ & გაგაძლიეროთ...
2019, 5 ივლისი, 22:07
დიდი მადლობა შეფასებისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ეს სტატია გამახსენეთ
2019, 28 ივნისი, 16:40
მეტად ავთენტური ანალიზია ჭეშმარიტი მწერლის შემოქმედების...
2015, 8 ოქტომბერი, 18:59
თავს მიხედეო გითხრეს გოგონი! :)
2015, 6 ოქტომბერი, 11:19
და ვინ გითხრა რომ არ მყავს თავი მიხედილი
2015, 5 ოქტომბერი, 19:43
ბევრი რამ მართალია,მაგრამ დარწმუნებული ვარ შენც აკეთებ ბევრ ისეთ რამეს რაც არ შეიძლება. ამიტომ ყველამ ჯერ თავის თავს მიხედოს და მერე სხვას
2014, 3 მაისი, 18:27
ბევრს აღარ ვილაპარაკებ :) მხოლოდ ვიტყვი, რომ მამაზეც ბევრია დამოკიდებული თუ როგორი აღიზრდება და მამაც კარგი მაგალითი უნდა მიცეს შვილს ხო ასეა?
2014, 3 მაისი, 16:52
პირველი, ვისგანაც რაღაცას სწავლობს ბავშვი ეს დედაა. შემდეგ მამა, და სხვა დანარჩენი.
2014, 3 მაისი, 15:01
შვილი როგორი აღიზრდება ეგ მშობლებზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ დედაზე, იმაზე როგორ გარემო პირობებს შეუქმნიან მშობლები.
2014, 3 მაისი, 12:48
გმადლობთ:*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10