x
image
მანჩო 777
ფოტოსურათებით გადმოცემული ყველაზე წარმოუდგენელი ავტოსაგზაო შემთხვევები
მინდა წარმოგიდგინოთ ფოტოსურათები, რომლებშიც გადმოცემულია ავარიების და ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გასაოცარი ფაქტები. გისურვებთ მწვანე შუქზე გევლოთ და ასეთი შემთხვევები თქვენ პრაქტიკაში არასოდეს ყოფილიყოს. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული ავტომანქანით მოძრაობისას!

ახლა კი ნახეთ ეს ფოტოსურათები და იმტვრიეთ თავი, თუ როგორ მოახერხეს ამ ავტომობილების მძღოლებმა მოცემულ სიტუაცებში ჩავარდნა.


წარმოიდგინეთ, თქვენთვის მშვიდად ზიხართ პარკირებულ ავტომობილში და უცებ მანქანის საბარგულში შემოფრინდა უზარმაზარი, ნახევარტონიანი ლითონის ბირთვი. ვეცდები აგიხსნათ, რა მოხდა: ეს დეტალი მოწყდა ამწეს სახლის დემონტაჟის დროს, გაირბინა დაახლოებით 1200 მეტრი, გზაზე მიყარ-მოყარა პარკირებული მანქანები და ბოლოსდაბოლოს, ერთ-ერთი მანქანის საბარგულში ამოყო თავი. პარკირებული მანქანა ამ ინციდენტის დროს 6 მეტრით გაფრინდა წინ. ამწეს მემანქანის თქმით, მან ყველანაირად სცადა ბირთვის შეჩერება, მაგრამ მისი მცდელობა, როგორც ჩანს, კრახით დამთავრდა.

image




კიდევ ერთი არასასიამოვნო შემთხვევა: მოდიხართ თქვენს პარკირებულ მანქანასთან და ხედავთ, რომ ის სხვა მანქანითაა ბლოკირებული და რაც ყველაზე გასაოცარია, ბლოკირება ზემოდანაა ყველაზე წარმოუდგენელი სახით. ეს BMW, რომელიც Mercedes-ის და Jaguar-ის ზემოდანაა მოქცეული, თავისუფლად გამოდგებოდა ბავარიელი ავტომწარმოებლების რეკლამის გმირად-მათ მოსწონთ ასეთი უცნაურობები.

image



ნეტავ ამ სედანის მძღოლმა როგორ მოახერხა წითელ პიკაპსა და ჭერს შორის მოხვედრა? ეს ვერ გავარკვიე.

image



ეს კი შემთხვევაა, როცა უზარმაზარი Ford F150 -ის წნეხის ქვეშ აღმოჩნდება Ferrari F430( რომლის ღირებულება 250 000 $-ია), თანაც მისი მფლობელის გარაჟში. ფორდის მძღოლის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ გისურვებდით.

image



გაუგებარია, ამ Dodge Ram-ის ორტონიანმა პიკაპმა როგორ აიღო ისეთი სიჩქარე და სიმაღლე, რომ სახლის სახურავზე აღმოჩენილიყო.

image



ჩვენი პოსტის შემდეგი გმირი-მძღოლია ავტომობილისა, რომელმაც სახლის სახურავი შიგნიდან გამოანგრია. საინტერესო იქნებოდა მისი ისტორიის მოსმენა, თუ როგორ მოახერხა ეს.

image




სახანძროებს, რომლებიც გამოძახებულნი იქნენ ამ მანქანის ჩამოსაღებად, ნამდვილად უნდა ვუთანაგრძნოთ და გამძლეობა ვუსურვოთ, რადგან ამის გაკეთება არც ისე იოლი იქნება.

image



ძალიან სასაცილოდ გამოყურება ევაკუატორი, რომელმაც იმის მაგივრად, რომ მანქანა გასაჭირისგან იხსნას, დააზიანა ავტომობილიც, მისი მძღოლიც და თვითონაც უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს ევაკუატორი პირდაპირ დაწვა Chrysler PT Cruiser-ზე, რომელიც მისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა.

image



ევაკუატორის კიდევ ერთი შეცდომა, რის გამოც სარემონტო მანქანა ავტოსახელოსნოს მაგივრად აუზში აღმოჩნდა მის გადამყვანთან ერთად.

image



არანაკლებ ინტერესს იწვევენ ავტომობილები, რომლებმაც მძღოლების დაუდევრობის გამო მეტროპოლიტენის ხაზებზე ამოყვეს თავი. ამ მანქანის მძღოლმა "მოახერხა" არამარტო მეტროს სადგურში შევარდნა, არამედ ესკალატორზე დაშვებაც კი.

image



მეტად უცნაურად მოიქცა ამ Nissan Pathfinder-ს მძღოლი ქალი: მან გაარღვია ბრუკლინის მიწისზედა მეტროს ღობე და პირდაპირ მიმავალი მატარებლის ვაგონს მოექცა თავზე. ქალს ისე შეეშინდა, რომ სასწრაფოდ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა დაავიწყდა, რომ ადგილზე საკმაოდ დიდი სამხილი - Nissan Pathfinder-ი დატოვა.

image



და ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო ავარიის ფოტოსურათი: გასაოცარია, საიდან გაჩნდა გზაზე ეს უზარმაზარი ორმო, რომ მასში საკმაოდ დიდი სატვირთო მანქანა( სავარაუდოდ, ნაგავმზიდი) ჩავარდა. საბედნიეროდ, მის მძღოლს არაფერი დაშავებია.

image

2
1516
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1516
  
2014, 30 აპრილი, 12:37
გაიხარე:)
2014, 30 აპრილი, 12:35
მაგარად ვიხალისე..მადლობა)))))
0 1 2