x
image
ლეელ
ლარა ფაბიანი

image
ლარა ფაბიანი ბელგიურ–იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი, სიმღერებს ასრულებს ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ენებზე შემდეგ ჟანრებში: პოპი,
ფრანგული პოპი, პოპ–როკი, აკუსტიკური, საცეკვაო. ლარა კროკერი დაიბადა 9 იანვარი 1970წელს ეტერბეკში, ბელგია. იგი ერთადერთი ქალიშვილია Pierre Crokaert'ის.
ფსევდონიმი "Fabian" უკავშირდება მისი ბიძის სახელს Fabiano.
5 წლისამ დაიწყო სიმღერა. მისი პირველი, საყვარელი მომღერალი, რომელსაც გამუდმებით უსმენდა რადიოში, იყო Ève Brenner


image


მშობლებმა ლარა ჯერ მიიყვანეს სიმღერის კურსებზე, შემდეგ სოლფეჯიოს, პიანინოს და ბოლოს თეატრში. მან პირველად ისწავლა ბრიუსელის კონსერვატორიაში 1978 წელს. სადაც სწავლობდა ლირიკულ სიმღერებს 10 წლის განმავლობაში. დაიწყო, ასევე, სიმღერების წერა.ლარა მღერობდა პიანო-ბარშიც. მისი ბავშობის ოცნება იყო ბალერინობა, თუმცა მისი აგებულების გამო დაიწუნეს.
1986 წელს მომღერალი შეხვდა ახალგაზრდა სტუდენტს Marc Lerchs, რომელმაც დაუწერა 8 სიმღერა. 3 სიმღერამ ლარას გამარჯვება მოუტანა მუსიკის ფესტივალზე. 1988 წელს ლარამ მონაწილეობა მიიღო ლუქსემბურგში კონკურსში "ევროვიზია". სადაც იმღერა "Croire"(სიმღერის 600 000 ეგზემპლარია გაყიდული).




1991 წელს გამოსცა პირველი ალბომი "Lara Fabia" . გაიყიდა დისკის 100 000 ეგზემპლარი. 1994 წელს გამოსცა მეორე ალბომი "Carpe Diem". დისკს დიდი წარმატება ჰქონდა კანადაში. ორ კვირაში ჰიტად იქცა სამისიმღერა: "Tu t’en vas", "Si tu m’aimes", "Leila".






1996 წელს, 26 წლის ასაკში, მან მიიღო კანადის ორმაგი მოქალაქეობა. ეს ის პერიოდია, როცა მან გამოსცა მესამე ალბომი "Pure". 1997 წლიდან ეს ალბომი გადის ფრანკოფონულ ქვეყნებში, სადაც გაყიდვების ტირაჟი 2 მილიონს აღწევს. 1998 წლიდან იწყება მოგზაურობა საფრანგეთსა და ბელგიაში. სადაც ხვდება Johnny Hallyday და მასთან ერთად მღერის "Requiem pour un fou".



1999 წლის ივლისი მეტად წარმატებულია ლარასთვის. ამერიკაში იყიდება მისი ინგლისურენოვანი ალბომი, 2 მილიონიანი ტირაჟით. სიმღერა " I will love again" ხდება N1 საცეკვაო სიმღერა.


ლარა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 2009 წლისთვის მას გაყიდული ჰქონდა 13 მილიონი დისკი.
2007 წელს ეყოლა გოგონა, LOU, Gérard Pullicino. წყვილი ერთად 2012 წლამდე იყო.

image



2013 წლის 15 აპრილს ლარამ გამოუშვა ახალი ალბომი " Le Secret" ერთ კვირაში ალბომი გაიყიდა 18 768-იანი ტირაჟით, იგი გაყიდვებში პირველ ადგილზე იყო. 2013ივნისს ლარა ცოლად გაყვა იტალიელGabriel di Giorgio

image


2013 წლის 6 ნოემბერს ლარამ განაცხადა, რომ იგი დროებით წყვეტდა ტურნეებს დასვენების მიზნით. 2014 წლის ინავარში კი ლარამ ხელახალ განაცხადა, რომ მრავალი თვის განმავლობაში იგი ტურნეს აღარ დაგეგმავს.

image

და ბოლოს, გიტოვებთ ყველასთვის უსაყვარლეს სიმღერას

9
189
11-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
189
  
2014, 30 აპრილი, 0:00
აჰაამ :* საყვარელია
2014, 29 აპრილი, 23:19
ამ ბოლო სიმღერაზე ვგიჟდები საერთოდაც მაგარი ქალია
2014, 29 აპრილი, 23:06
:P
2014, 29 აპრილი, 23:06
შენ გადამაწყვეტინე დღეს რომ დამეწერა :D ის სიმღერა რომ გამახსენე :*
2014, 29 აპრილი, 23:05
ბოლო სიმღერა
2014, 29 აპრილი, 23:00
არაფერს :* ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მომღერალია
2014, 29 აპრილი, 23:00
მეც
2014, 29 აპრილი, 22:58
მადლობა, ლეელ ამ პოსტისათვის. ძალიან მიყვარს ლარა:*
2014, 29 აპრილი, 22:56
მიყვარს ეს მომღერალი
0 1 9