x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
საიდან მოდის ტერმინი "ბოჰემა"

image

ტერმინი "ბოჰემა", "ბოჰემური ცხოვრება"- ბოშებს უკავშირდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო:-1427 წელს როდესაც ბოშები პარიზში გამოჩნდნენ, ფრანგებს წარმოდგენაც კი არ ქონდათ თუ ვინ იყვნენ ისინი. ცნობილი იყო მხოლოდ, რომ ისინი სადღაც ცენტრალური ევროპიდან იყვნენ, ხოლო ზოგიერთი ყურმოკრული ცნობით- კონკრეტულად ბოჰემიიდან(ბოჰემია-დღევანდელი ჩეხეთის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს). რის საფუძველზეც ფრანგებმა ბოშებს ბოჰემიელები შეარქვეს. უკვე 19-ე საუკუნის პირველ ნახევარში, ფრანგებმა იმ მწერლებსა და მხატვრებს, რომლებიც მათი აზრით ისეთივე მხიარულ, უდარდელ და ექსცენტრიკული ცხოვრების წესს მისდევდნენ, როგორც ბოშები- "ბოჰემიელები" უწოდეს, ხოლო მათი ცხოვრების წესს-"ბოჰემა", "ბოჰემური ცხოვრება". ამ ტერმინმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა 1949 წელს ფრანგი მწერლის ანრი მიურჟეს ნაწარმოებთა კრებულ "სცენები ბოჰემური ცხოვრებიდან" გამოსვლის შემდეგ. სწორედ ამ კრებულის საფუძველზე შეიქმნა ჯაკომო პუჩინის ოპერა "ბოჰემა" 1896 წელს, რომელმაც ასევე გაზარდა ტერმინის პოპულარობა.

0
1245
1-ს მოსწონს
ავტორი:გრინჩი777
გრინჩი777
1245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0