x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჟენევის ავტო შოუ 2014
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2014 წლის ჟენევის ავტო შოუს სიახლეებს.

Opel OPC Extreme "ოპელმა" "ფოლკსვაგენს" Golf R-ზე ექსტრემალური პასუხი გასცა. ამ მოდელის 2-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანი აგრეგატის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტია. ექსტრემალურობას კარბონის დეტალები და უმძფრესი უკანა სპოილერიც ხაზს უსვამს.

Opel OPC Extreme

განახლებული GT Speed ტრადიციულად ბენტლის ყველაზე სწრაფი მოდელია. W12 ძრავას განახლების შემდეგ635 ცხენის ძალა აქვს. ახალი GT Speed-ის მაქსიმალური სიჩქარე 331 კმ/სთ გახლავთ.


Bentley GT Speed

Bentley GT Speed

ევროპაში ოფიციალურად გამოჩნდა ახალი "მუსტანგიც". ევროპული ბაზრისთვის საბაზო ვერსიაში 4-ცილინდრიანი ძრავაა ჩადგმული 2, 3 ლიტრიანი Ecoboost, რომელსაც 309 ცხენის ძალა აქვს. 5-ლიტრიანი V8 ძრავა კი 426 ცხენის ძალით გამოირჩევა.

Ford Mustang

Ford Mustang

5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბრიტანელებმა ამ ავტომობილს მცირეოდენი ფეისლიფტი ჩაუტარეს. რამდენიმე განახლებული დეტალის გარდა, თვალში საცემია ახალი შუქდიოდური მაშუქები. განახლებული, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი მულტიმედია.

Rolls-Royce Ghost

Rolls-Royce Ghost

S-კლასის კუპე სადღაც ტრაბახსა და სრულყოფილებას შორისაა პოზიცირებული. გარდა ულამაზესი და ახალი ტექნიკისა, შტუდგარდელებს პოტენციური მყიდველის მიზიდვა "სვაროვსკის" კრისტალებითაც სურთ.

Mercedes S-Coupe

BMW-მ 3er GT-სა და 4er Coupe-ს რიგის სრულყოფის მიზნით 4-კარიანი 4er Gran Coupe გამოუშვა, რომელიც პრაქტიკულობით გამოირჩევა და მესამე სერიის GT-ზე ელეგანტურიცაა. ძრავებში არჩევანი პატარა 4-ცილინდრიანი დიზელით იწყება და ტურბინირებულ 6-ცილინდრიან აგრეგატამდე ადის.

BMW 4er gran Coupe

BMW 4er gran Coupe

RC 350-ს უკვე ვიცნობთ, ახლა კი იაპონელებმა სპორტული ვერსია F შექმნეს და ამ ავტომობილით BMW M4-სა და Audi RS 5-ს უტევენ "ლექსუსის" 8 ცილინდრიან ძრავას 450 ცხენის ძალა აქვს.

Lexus RC 350 F

Lexus RC 350 F

"ვოლვოს" ახალი კონცეპტის, Estate-ს წინა მხარე და კოკპიტი კარგად უნდა დავიხსომოთ, რადან ამ ორ დეტალს მომავალში მაღალი კლასის ახალ ქროსოვერში, Volvo XC90-ში აღმოვაჩენთ, რომლიც სექტემბრიდან გამოვა.

Volvo Concept Estate

Volvo Concept Estate

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0