x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოგნში ტაძრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
imageთერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში, ტაძრამდე მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ გურგენიძესთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.


აღნიშნულ მონაკვეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ათასობით მომლოცველისთვის, რომელიც 6 მაისს, გიორგობის
დღესასწაულთან დაკავშირებით იყრის თავს სოფელ გოგნში. ეს ტრადიცია სათავეს მე-12 საუკუნიდან იღებს. გზის რეაბილიტაცია
სწორედ წინასადღესასწაულო პერიოდში დასრულდება.


მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა წმინდა გიორგის სახელობის პატარა ტაძრის გვერდით მშენებარე თბილისის სამების ანალოგ ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს.


ადგილზე გაეცნენ ტაძრის მოჩუქურთმების პროცესს, რომელსაც საქართველოს საუკეთესო სპეციალისტები ახორციელებენ.


გზის რეაბილიტირებას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 344 851 ათასი ლარია. მიმდინარე სამუშაოებზე 7 ადამიანია დასაქმებული. „გოგნის კარუგდებლის“ ტაძრამდე მისასვლელი გზა მხოლოდ 5 წელია, რაც არსებობს, მისი ბეტონის საფარით მოწყობა კი პირველად წელს მოხდება.


0
373
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0