x
image
beko777
ვაშლის ძმარი - სილამაზისა და ჯანმრთელობის ელექსირი

imageუძველესი დროიდან ცნობილია ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი გამოიყენება, როგორც კულინარიაში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სრულყოფილი საშუალებაა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაშიც. საოცარი ისაა, რომ ვაშლის ძმარი, თითქმის მთლიანად ინარჩუნებს ცოცხალი ვაშლის შემადგენლობას და სამკურნალო თვისებებს. ამიტომ, მის ამ თვისებას ოდითგანვე წარმატებით იყენებდნენ.


* ანემიის (სისხლნაკლებობა) დროს, 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ ჭამის წინ დღეში სამჯერ.


* თუ ნაღვლის ბუშტის დაავადებები გაქვთ, დალიეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრისა და ერთი ჩაის ჭიქა წყლის ნაზავი. დღის განმავლობაში მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.


* თუ უძილობა და სტრესული მდგომარეობა გაწუხებთ, 1 ფინჯან თაფლში გააზავეთ 5 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი ძილის წინ ერთი საათით ადრე .



(არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი!)


* თუ სახსრების დაავადება გაწუხებთ, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი
სკიპიდარი და ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს თხევადი მალამო შეიზილეთ მტკივან სახსრებთან.


* კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს, ძალიან ეფექტურია განუზავებელი ვაშლის ძმრის წასმა დაავადებულ ადგილებზე 6-ჯერ დღის განმავლობაში.


* თუ გაწუხებთ კარიესი, პაროდონტოზი და სხვა დაავადებები, ამისათვის გააზავეთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლი ძმარი ერთ ჭიქა წყალზე და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში ორჯერ.


* თუ თქვენი წელის მოცულობა, აღემატება მკერდის მოცულობას, ან ნიკაპი ორმაგი გიხდებათ, ეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების დარღვევაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში, ყოველ ჭამაზე მიიღეთ ორ ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჭიქა წყალზე. ორი თვის შემდეგ ნაწილობრივ შედეგს უკვე შეიგრძნობთ, ხოლო შედეგის მისაღებად, სასურველია აღნიშნული პროცედურა გაიმეოროთ ერთი წლის მანძილზე.

* ცელულიტისა და სტრიების შემთხვევაში, 2 სუფრის კოვზი ძმარი უნდა გაზავდეს ერთ ჭიქა ცივ წყალში და მიღებული სითხის
საშუალებით გაკეთდეს მასაჟი პრობლემურ ადგილებზე.



* თმების გასაძლიერებლად:


image


დაბანილ თმებზე გადაივლეთ 1/3 ჭიქა ვაშლის ძმრისა და 3 ჭიქა თბილი წყლის ნაზავი და აღარ ჩამოიბანოთ სუფთა წყლით. ასეთი ნაზავი სასწაულს ახდენს გამომშრალი, მტვრევადი, ჯანსაღი ბზინვარება დაკარგული თმის შემთხვევაში, ხელს უშლის თმის ცვენას და კურნავს ქერტლისგან.



* სახის ნიღბები

(ცხიმიანი/კომბინირებული კანისთვის):

აიღეთ 4 სუფრის კოვზი ოთახის ტემპერატურის ძმარი(არ მიიყვანოთ ადუღებამდე) დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი შვრია. გაწმენდილ სახეზე დაიდეთ ნიღაბი და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ეხმარება ფერისმჭამელების მკურნალობას და ამცირებს კანის ცხიმიანობას.

მშრალი/ნორმალური კანისთვის:


აიღეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ყველა ინგრედიენტი კარგათ აურიეთ ერთმანეთში და წაისვით მიღებული მასა სახეზე. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ეს ნიღაბი კვებავს და ატენიანებს კანს, მატებს მას ტონუსს.


გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის:

1 ცალ გახეხილ კიტრს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. დაიდეთ ნიღაბი გაწმემდილ სახეზე, კისრის და დეკოლტეს ზონაზე 30 წუთით, ხოლო ხელის მტევნებზე 10 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.



ძმრის გამოყენების წინ სიფრთხილე მართებთ ვისაც ჰიპერმგრძნობიარე კანი აქვთ.

2
3319
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
3319
  
2014, 27 აპრილი, 14:11
თმაზე ნამდვილად იდეალურია არამარტო ვაშლის,უბრალოც.
2014, 27 აპრილი, 14:09
გადასარევი სტატიაა :) კარგი რჩევებია
0 1 2