x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ამერიკელ ბენზე შეყვარებული ნუკი კოშკელიშვილი სხვა მამაკაცებთან ფლირტაობას არ ერიდება

imageყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული ბენჯი ხაიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. იგი შესანიშნავად ხატავს და ბევრი სხვა ჰობიც აქვს. ნუკიმ ბენს ამერიკაში ჩააკითხა და მისი ბინის გასაღებიც მიიღო. როგორც კი დროსა და ფინანსებს გამონახავს ნუკი შეყვარებულთან მიდის.image

ნუკის მტკიცებით, ბენი არასდროს უღალატებს: "ამას წინათ დამირეკა, თუ გინდა, დამშორდი, საშინელება ჩავიდინე, შენთან ყოფნას არ ვიმსახურებო. ბარში დავლიე და ვიღაც გოგოს ვეფლირტავეო. თქვენ შორის რამე მოხდა–მეთქი, ვკითხე. არა, უბრალოდ ვეფლირტავეო. არა უშავს, ხომ ნასვამი იყავი–მეთქი. ჰო, მაგრამ ეს ხომ გასამართლებელი არ არისო. ისტერიკაში იყო! ერთგული კი ვარ, მაგრამ, დედას გეფიცებით, მე უფრო ვფლირტაობ, ვიდრე ბენი. როცა ეს ამბავი მომიყვა, აღარ ვუთხარი, რომ ეგრე ხანდახან მეც ვფლირტაობ–მეთქი"-გვიამბო ნუკიმ. image

ნუკი ბენით აშკარად აღფრთოვანებულია, მოსწონს მისი გარეგნობა და შინაგანი თვისებები. "ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"–ასე გაგვაცნო ნუკიმ ამერიკელი რჩეული რამდენიმე კვირის წინ. საინტერესოა რას იტყვის ბენი, როდესაც ნუკის სხვა მამაკაცებთან ფლირტაობის შესახებ შეიტყობს. წყვილი დაქორწინებას ჯერ არ გეგმავს... ვუსურვოთ ნუკის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... imageimage

1
311
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
311
  
2014, 26 აპრილი, 16:20
ნამდვილად კარგი ბიჭია და არც გოგო ცუდი :) ნუკის სტილი და სათვალეები ყოველთვის ძალიან მომწონს
0 1 1