x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტანკი "მოჩვენებას" უკანასკნელი ბრძოლა.


image
„მოჩვენებას“ უკანასკნელი
ბრძოლა.

ვერმახტის მეექვსე დივიზია 48 საათის
განმავლობაში ცდილობდა გაენადგურებინა ერთადერთი საბჭოთა ტანკი (КБ1), რომელსაც სტრატეგიული გზა ჰქონდა გადაკეტილი და მთელი გზა „გამოთოფილი“
ჰქონდა.

ეს ეპიზოდი სრულად აქვს აღწერილი თავის
მემუარებში ვერმახტის ყოფილ პოლკოვნიკს (ერხარდ რაუსს), ვის დაქვემდებარებაში
მყოფი ჯგუფიც ცდილობდა ტანკის განადგურებას და გზის გახსნას გერმანული
ნაწილებისათვის.

50 ტონიანმა ტანკმა ჭურვებით და
მუხლუხოებით გაანადგურა 12 სატვირთო მანქანისაგან შემდგარი გერმანული ავტოკოლონა,
რომელიც დივიზიის უზრუნველყოფის ჯგუფში შედიოდა და გერმანელების მიერ დაპყრობილ
ქალაქ რეისეიაში მიდიოდა. ოდნავ
მოგვიანებით ტანკმა ჭურვით, პირდაპირი დამიზნებით გაანადგურა გერმანელების
საარტილერიო ბატარეა. ბუნებრივია გერმანელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მაგრამ
უშედეგოდ. გერმანული არტილერიის ქვემეხების
ჭურვებმა ვერაფერი ვერ დააკლო ტანკის სქელ ჯავშანს. სწორედ ამ შემთხვევის გამო
დაარქვეს გერმანელებმა ამ ტანკებს (КБ1)მოგვიანებით– „მოჩვენება“.

გერმანელებმა ტანკის წინააღმდეგ ბრძოლაში
ჩართეს 150 მმ კალიბრის ჰაუბიცები, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

მართალია ტანკს მუხლუხო დაუზიანეს, მაგრამ
ტანკი ისედაც არ აპირებდა ბრძოლის ველიდან გასვლას, ტანკმა მყარად და საიმედოდ „ჩაკეტა“
ქალაქისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა, ტანკმა შეუძლებელი შეძლო და უწყვეტი ცეცხლის
პირობებში 48 საათით გააჩერა გერმანული დივიზიის გადაადგილება.


გერმანულმა სატვირთო მანქანებმა და
მსუბუქმა ტანკებმა სცადეს, შემოვლითი გზით შესულიყვნენ ქალაქში, მაგრამ მათი
მცდელობები სრული კრახით დამთავრა–დაჭაობებული ნიადაგის გამო ტექნიკა ღრმად „ჩაჯდა“
და მათი გამოყვანაც კი ვერ მოხერხდა.

ბრძოლის მეორე დღეს რაუსის დანაყოფმა
შეძლო საზენიტო არტილერიის ქვემეხების პირდაპირი დამიზნებით ნასროლი ჭურვებით,
მწყობრიდან გამოეყვანა ტანკი. თუმცა როგორც კი მიუახლოვდნენ ტანკს ტანკმა კოშკურა
შემოატრიალა და ცეცხლი გახსნა. სამწუხაროდ ყველაფერს აქვს დასასრული და ტანკის
ეკიპაჟს საბრძოლო მასალა შემოაკლდა, რაც ცეცხლის ინტენსივობასაც დაეტყო. 48 საათის
გასვლის შემდეგ კი ტანკმა წინააღმდეგობა შეწყვიტა. არავინ იცის, ცოცხალი იყო თუ
არა ეკიპაჟი, მაგრამ გერმანელებმა თავის დასაზღვევად ტანკის „ღიობში“ ხელყუმბარა
ჩააგდეს.
ასე გამოიყურებოდა 48 საათიანი ბრძოლის შემდეგ ტანკი.
image



7
732
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
732
  
2015, 11 სექტემბერი, 9:04
ვინ იცის რა ბედი ეწია...
2015, 10 სექტემბერი, 19:05
ეხლა სადაა ეგ ტანკი ნეტა
2014, 26 აპრილი, 19:06
კი მისი სახელობის იყო...
2014, 26 აპრილი, 3:05
Климент Ворошилов.
2014, 25 აპრილი, 22:39
გეთანხმები, იმ დროისათვის საკმაოდ ეფექტური ყოფილა.
2014, 25 აპრილი, 22:06
ძალიან მაგარი ტანკია
0 1 7