x
image
worldsport.ge
ევა კარნეირო - “ჩელსის” ექიმი, რომელიც მადრიდის “რეალის” ფანია

imageვინ არის ეს ქალი?
”ჩელსის” მატჩებისას ამ ქალბატონს ხშირად მოჰკრავთ თვალს ტელეეკრანებზე. ის ყოველთვის მწვრთნელების უკან ზის და პირველი დაძახილისთანავე გარბის მინდორზე. აი, გასულ სამშაბათსაც, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის დროს, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ (0:0) ის რამდენჯერმე ხანგრძლივად გამოჩნდა ეკრანზე. ჯერ მეკარე ჩეხს, შემდეგ კი კაპიტან ტერის ევლებოდა თავს.
ევა კარნიერო “ჩელსის” პირველი გუნდის ექიმია. ის გიბრალტარში დაიბადა, მამა ესპანელი ჰყავს, დედა – ინგლისელი. მედიცინას ნოტინგემის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრალიასა და ლონდონში სწავლობდა.imageროდის მოხვდა “ჩელსიში”?
ბრიტანეთის ოლიმპიურ სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობისას ის ბრიტანელ სპორტსმენებს ეხმარებოდა პეკინის ოლიმპიადაზე და ამავდროულად ინგლისის ქალ ფეხბურთელთა გუნდთანაც მუშაობდა. “ჩელსის” ის 2009 წელს შეუერთდა, სარეზერვო გუნდის ექიმის რანგში, 2011-ში კი ანდრე ვილაშ-ბოაშმა პირველ გუნდში დააწინაურა.
როგორ მოხვდა ფეხბურთში?
კარნიეროს ეს თამაში მექსიკაში მოგზაურობისას შეუყვარდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკისა და ბრაზილიის ნაკრებების მატჩს უცქირა ტელევიზიით და სამუდამოდ მოიხიბლა. თანაც ტრავმებზე და სხვადასხვა დაავადებებზე დაფიქრდა. ამიტომ გადაწყვიტა სპორტული მედიცინა პროფესიულ დონეზე შეესწავლა.
ვის ქომაგობს?
გაირკვა, რომ კარნეირო მადრიდის “რეალის” თავგადაკლული ქომაგია, რაც დღეისათვის ერთგვარ უხერხულობას უქმნის მას. არ არის გამორიცხული “ჩელსი” და “რეალი” ერთმანეთს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ და მაშინ რაღას იზამს?imageკიდევ რა უნდა ვიცოდეთ ევას შესახებ?
ყმაწვილქალობაში ევას ბალეტი და კითხვა ჰყვარებია. ახლა კი თურმე მისი ჰობი მოგზაურობაა. შესანიშნავ კერძებს ამზადებს. უყვარს სამბა და სერფინგი, რომელსაც ავსტრალიაში სწავლის დროს დაეუფლა. “როცა ადრიან დილით ან საღამოს სერფინგის დაფაზე ვდგები, სხვა სამყაროში ვხვდები, შემიძლია ჩავთვალო, რომ ეს წუთები ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში, ” – უთხრა ევამ Daily Mail-ს.



სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0