x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
კოტე თოლორდავას სკანდალური აღიარება: "მე ნარკომანი ვარ" (+ვიდეო)


image
მსახიობი კოტე თოლორდავა ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო და მალევე შეიყვარა. მსახიობის სკანდალური წარსულის შესახებ ცოტამ თუ იცოდა რამე. "მე ვარ კოტე თოლორდავა და მე ვარ ნარკომანი. არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, ადამიანი, რომელიც იყო ნარკომანი ყოველთვის დიდი საშიშროების წინაშე დგას, მიუხედავად იმისა დაამარცხა თუ არა მან ეს სენი. ის ყოველთვის დგას საშიშროების წინაშე, რომ ფეხი დაუცდეს, გაიმეოროს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ... ჩვენ არ ვართ არც უგულოები, არც არაადამიანები, საშინელი ხალხი ვართ, რა თქმა უნდა და საშინელი შეცდომა დავუშვით. ამით ჩვენს თავებს და ჩვენს ოჯახებს მივაყენეთ ზიანი. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, როდესაც მან მე გამიცნო, მე წყალზე მიბმული ადამიანი ვიყავი და მისი დიდი სიყვარულით, გვერდში დგომით ვებრძვი ამ სენს"-განაცხადა კოტემ ღონისძიებაზე "მწერლები შეწყვეტილი ბიო-გრაფიის წინააღმდეგ".

ალბათ არ იცოდით, რომ კოტე თოლორდავა რამდენიმე წლის წინ ციხეშიც მოხვდა. სპექტაკლის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, რეჟისორმა მას, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც" მიუტანა. თურმე მას უკან მოჰყვებოდნენ, რეჟისორიც და მსახიობიც, ორივე ერთად დააკავეს. კოტემ სამი თვე კამერაში გაატარა. საკანში გატარებულ დღეებს კოტე ძალიან სერიოზულ გამოცდილებად მიიჩნევს. "უბედური ხარ, მაგრამ ურთიერთობებს სწავლობ. იქ ისხდნენ ტიპები მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის. გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, შიგნით სხვა ამბები ხდება"-გვიამბობს კოტე. მსახიობი არ დაინდეს და სცემეს კიდეც: "ჯიბეში მქონდა ხელები. ჯიბეში რა გიდევსო, მკითხეს, არაფერი-მეთქი. ამოიღეო, როგორ უნდა ამოვიღო, თუ ხელი არ ამოვყავი ჯიბიდან-მეთქი. შენ რა, "ბლატნოი" ხარო, არა, მსახიობი ვარ-მეთქი".

imageimageimage



2
1335
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1335
  
2014, 25 აპრილი, 14:53
რო გავიძახდი ნარკომანიათქო არავინ მიჯერებდა, ეს კაბუც გაგლეჯილ კაიფში არიან ხოლმე რასაც ვუყურებ
2014, 24 აპრილი, 23:05
სხვა საიტზე(რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ) პირველად ვნახე ეს ვიდეო და დაბლა იყო სშინელი კომენტარები: როდის მერე გახდა ნარკომანია მოდური, ამის მერე ეს კიდე არის ძველი ბიჭი?, გარყვნილების პრობაგანდას ახდენს(რას გულისხმობდა ვერ ივხვდი, ) ვითომ კაი ბიჭი და ა.შ.
ხალხო ამ ადამიანმა გაიგო რომ მისი საქციელი არ არის სწორი, ძალიან ბევრს აყენებდა ტკივილს, და სხვაც რომ არ ჩავარდეს იმ ჭაობში სადაც თითონ იყო იმიტომ ყვება ყველაფერს. ყველა პიარშნიკი კი არ არის.
0 1 2