x
image
worldsport.ge
ბათუმის “დინამოს” კეთილი საქმე

imageარასამთავრობო ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის“ და ბათუმის „დინამომ“ დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” კლუბის პრესსამსახურმა მიაწოდა.
როგორც “დინამოს” პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა აღნიშნა, ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები ყოველთვიური ხელფასიდან აპირებენ გარკვეული თანხის გამოყოფას, რომელიც შშმ პირების გადაადგილებასა და სპორტულ აქტივობაში მათ ჩართვას მოხმარდება.
„ყოველთვის მსურდა ამ ბავშვებს დავხმარებოდი. ახლა კი მომეცა ამის საშუალება და ვამაყობ, რომ ბათუმის „დინამომ“ გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც ასეთ პროექტს მხარი დაუჭირა. დღეს „დინამოს“ ქობულეთში უწევს თამაში, მაგრამ მზად ვართ გამოვყოთ ავტობუსი და მათი მგზავრობა ჩვენ უზრუნველვყოთ. ეს ადამიანები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ისინი უნდა გამოვიდნენ საზოგადოებაში და მარტოდ არ უნდა იგრძნონ თავი. სასურველია თუ სპორტის საზოგადოება ჩაერთვება მსგავს პროექტებში“ - განაცხადა ფედიჩკინმა.
უახლოეს დღეებში ორგანიზაცია და „დინამო“ ერთობლი სამუშაო ჯგუფს შექმნიან. სამუშაო ჯგუფს შშმ პირების თამაშებზე დასწრების ორგანიზება დაევალება.


ილია ნანობაშვილი

www.worldpsort.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0