x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ვარსკვლავების საუკეთესო ფეხსაცმელები
ვარსკვლავი-ქალბატონების უმრავლესობა გასული დღეების განმავლობაში აქტიურად სტუმრობდა სხვადასხვა წვეულებებს, ფესტივალებს, პრემიერებს თუ მიღებებს. თბილი სეზონის დადგომასთან ერთად ქალბატონები უფრო თამამად ირჩევენ ღია ფერის აქსესუარებს. ვარსკვლავების უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა Jimmy Choo-ს ფეხსაცმელებს. ქალბატონები მალაიზიური წარმოშობის ბრიტანელი დიზაინერის სხვადასხვა მოდელებში იწონებდნენ თავს.

image

ჯენიფერ ლოპესის თეთრ კაბას Jimmy Choo-ს თეთრი, თვლებით გაწყობილი ფეხსაცმელები ამშვენებდა.

image


მსახიობი ემა უოტსონიც Jimmy Choo-ს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში "შემომდგარი" მიიჩქაროდა ლონდონში ფილმის

"ნოე" პრემიერაზე.

image

image


ჰოლივუდში გამართულ დახურულ მიღებაზე მსახიობი ემა რობერტსი

Jimmy Choo-ს თვლებით გაწყობილ ფეხსაცმელებში იწონებდა თავს.

image

image


ჯესიკა ალბამ MTV Movie-ს დაჯილდოების ცერემონიაზე Jimmy Choo-ს პრინტებიან ფეხსაცმელებს შეუხამა ყვითელი ქვედაბოლო და მოკლე მაისური.

image

image


image

ბელა ტორნი

image


პოზიციებს არც Christian Louboutin-ს ფეხსაცმელები თმობს. ემა რობერტსი შინდისფერ ხავერდოვან "ლუბუტენებში" და შინდისფერ კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა "ადამიანი-ობობა 2"-ის პრემიერაზე სინგაპურში.

image

image


კენდის სვეინპოულის და ალესანდრა ამბროსიოს არჩევანიც Christian Louboutin-ზე შეჩერდა, ადრიანა ლიმამ კი წითელი ფერის Giuseppe Zanotti მოირგო.

image

ალესანდრა ამბროსიო

image


image

კენდის სვეინპოული და ადრიანა ლიმა

image

Christian Louboutin

image

Giuseppe Zanotti


ქეით აპტონი MTV Movie Awards-2014-ზე Giuseppe Zanotti-ის ოქროს ალიგატორით დამშვენებული ფეხსაცმელით გამოცხადდა.

image

image

ამსტერდამში გამართული პრემიერისთვის კამერონ დიასმა Manolo Blahnik-ის ბრენდის დიდი თვლებით გაწყობილი ფეხსაცმელები შეარჩია.

image

image

ახლად "გამომცხვარი" ვარსკვლავი ლუპიტა ნიონგო გამოირჩევა ხალისიანი ფერების სიყვარულით. MTV Movie-ს დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობი Casadei-ს ცისფერ ფეხსაცმელებში ანათებდა.

image

image

0
324
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0