x
image
worldsport.ge
გვარდიოლა: „ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“

imageმიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის „რეალთან“ სტუმრად წაგების (0:1) მიუხედავად მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. კატალონიელმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედის საბაბს შეგირდების მიერ ნაჩვენები ფეხბურთი აძლევს.
„მე ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენი ამოცანა ბურთზე კონტროლის დაწესება და დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა იყო, რაც შევძელით კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან წავაგეთ, მაგრამ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა რეალურად შეგვიძლია. ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე პირველი თამაშის დაწყებამდე“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ტვიტერი.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0