x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
აშშ–ში სექსის გამრიცხველიანება დაიწყო
თუ აშშ–ს 200 მილიონი სექსუალურად აქტიური მოქალაქე ყოველი აქტისათვის 2 დოლარს გადაიხდის, ქვეყნის ბიუჯეტი წელიწადში 10 მილიარდი დოლარით გაიზრდება, იუწყება ვებპორტალი Bloomberg.com.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმ ინოვაციური პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 აგვისტოდან სამედიცინო დაზღვევები მოქალაქეთა კონტრაცეპტივების ღირებულებას დაფარავენ.

„სადაზღვეო კომპანიებიდან მიღებული თანხა იმ ქალბატონებს მოხმარდებათ, რომელთა სამედიცინო დაზღვევაშიც კონტრაცეპტივების ღირებულების დაფარვა არ შედის“ – განაცხადა პროფესორმა სტეფან კრატერმა.

თუმცა, კათოლიკური ეკლესია ყველა სახის კონტრაცეფციებს უარყოფს. ეპისკოპოსები ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას უკვე დაუპირისპირდნენ.


„ორსულობა დაავადება არ არის“ – აცხადებენ სასულიერო პირები.

სტეფან კარტერი თვლის, რომ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი – გადასახადი ორგანიზაციებმა კი არა, თავად მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ. ანუ, აშშ–ს მოქალაქეებს თითოეული სექსუალური აქტისათვის გადასახდის გადახდა მოუწევთ.

სოციალური გამოკვლევების თანახმად, თითოეულ ამერიკელს სექსი თვეში საშუალოდ ორჯერ აქვს. ექსპერტების ვარაუდით, თუ ერთი აქტის ღირებულება 2 დოლარი იქნება, ქვეყნის ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ 10 მილიარდი დოლარი შევა.

აშშ–ს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში სექსი არსადაა ნახსენები.

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0