x
image
worldsport.ge
დიტმარ ჰამანი: "მანჩესტერს" ბენიტესი შეეწყობა"

image"ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი მიიჩნევს, რომ რაფა ბენიტესი დევიდ მოიესის კარგი შემცვლელი იქნება. 40 წლის გერმანელის განცხადებით, ესპანელს დიდ კლუბებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
"რასაკვირველია, მის ვარიანტს აუცილებლად განიხილავენ. "მანჩესტერს" სჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს დიდ ფეხბურთელებთან მუშაობას, ვინც იცის, თუ როგორ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და ჰქონდეს გუნდში დიდი როლი წლების განმავლობაში. ბენიტესი სწორედ ასეთი ადამიანია. იგი "ნაპოლის" მწვრთნელია, თუმცა მისი ოჯახი ჯერ კიდევ ინგლისში ცხოვრობს და მოხარული იქნება თუ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება. რაფა ინგლისში დიდი ხანი მუშაობდა და "მანჩესტერს" მშვენივრად შეეწყობა." _ ციტირებს ჰამანის სიტყვებს TalkSPORT.
შეგახსენებთ, დიტმარ ჰამანი რაფა ბენიტესს "ლივერპულში" თამაშის პერიოდიდან იცნობს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0