x
image
worldsport.ge
"მანჩესტერი" შოუს კვირაში 100 000 ევროს ჰპირდება

image“მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ ახალი მწვრთნელი არ დაუნიშნავს, მაგრამ ბრიტანული გამოცემა Guardian-ის თანახმად, უკვე ახალ ტრანსფერს გეგმავს. "წითელი ეშმაკების" სამიზნე "საუთჰემპტონის" 18 წლის ინგლისელი მცველი ლუკ შოუა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, მანჩესტერელები მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. როგორც ირკვევა, ინგლისელით "ჩელსიცაა" დაინტერესებული, თუმცა ლონდონელები ამ ტრანსფერის განხორციელებას ნაკლები თანხით აპირებენ.
"იუნაიტედი" ლუკ შოუს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი კვირაში 100 000 ევროს მიიღებს. ამ შემთხვევაში 18 წლის მოთამაშე ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თინეიჯერი ფეხბურთელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი" 19 წლის ბელგიელ ფეხბურთელს ადნან იანუზაის კვირაში 60 000 ევროს უხდის. რამდენიმე კვირის წინ კი იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello sport-მა 20-წლამდე ფეხბურთელთა შორის საუკეთესოდ სწორედ იანუზაი აღიარა, ხოლო ლუკ შოუ საუკეთესო ათეულში მოხვდა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0