x
image
worldsport.ge
17-წლამდელებმა მაკედონიაში მეორე მატჩიც მოიგეს

imageსაქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა (1998 წელს დაბადებულები), რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მაკედონიაში მიმდინარე Development Cup-ის ტურნირზე მეორე თამაშიც მოიგო.
ამჯერად, ქართველმა ჭაბუკებმა კვიპროსელი თანატოლები დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ლაშა ლეჟავამ და გიორგი არაბიძემ გაიტანეს.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ტყებუჩავას შეგირდებმა უკეთესად დაარტყეს და 4:2 გაიმარჯვეს.
ტურნირის ბოლო შეხვედრას ქართველები 25 აპრილს მასპინძელ მაკედონიელებთან ჩაატარებენ.


ფოტო gff.ge
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0