x
image
worldsport.ge
ლამი იმედიანადაა განწყობილი

imageმიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა, მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალ დაპირისპირებაში ყველაზე მამაცი გუნდი გაიმარჯვებს.
"ჩვენ ორი დიდი კლუბის წევრები ვართ. რომელი გუნდიც მეტ სიმამაცეს და მონდომებას გამოიჩენს, ის გაიმარჯვებს. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში მშვენიერ მოგონებებს უკავშირდება. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. "ბაიერნმა" თავი უმაღლეს დონეზე უნდა წარმოაჩინოს, რათა კიდევ ერთხელ გავიდეს ფინალში."
გერმანელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ "რეალს" ამ სეზონში უკვე 32 გოლი აქვს გატანილი და ამ გუნდთან გარისკვა არ შეიძლება.
"რა თქმა უნდა, "რეალი" ძლიერი გუნდია, თუმცა მადრიდში ფრე საკმარისი შედეგი არ იქნება. ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს, მოვიგეთ ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციაც გვაქვს. მადრიდში მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ რთული შესასრულებელი იქნება."

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
2014, 24 აპრილი, 1:00
ფრე არა წაგებასაც დაჯერდით:D.იქეტ უარესი არ დაგემართოთ:D
0 1 1