x
image
worldsport.ge
ხერარდი ხერარდოს იცავს

imageკატალონიის "ბარსელონას" მცველის ხერარდ პიკეს განცხადებით, "ბლაუგრანას" ბოლოდროინდელ წარუმატებლობაში დამნაშავე მხოლოდ ხერარდო მარტინო არაა. ესპანელი აღიარებს, რომ ცუდი თამაშის მიზეზი ფეხბურთელები ბრალია.
"ჩვენი არადამაკმაყოფილებელი თამაშისთვის ბოდიშის მოხდა საკმარისი არაა. პირველ რიგში ჩვენ ვართ დამნაშავეები და ამას ვგრძნობთ კიდეც. ვფიქრობ, ამ სეზონში რაც ხდება მარტინოს ბრალი არ მიუძღვის. იგი ბოლოს შემოგვირთდა და ბოლომდე მუშაობს. "ბარსელონა" ყოველთვის იბრძვის და დაშვებულ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ. სამომავლოდ წარმატების მიღწევას შევეცდებით და მჯერა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც შემოგვიერთდებიან დიდებული გუნდი დახვდებათ."
გულშემატკივრების მხრიდან ლიონელ მესის გაკრიტიკებისთვის ესპანელი მცველი იმედგაცრუებულია და აღნიშნავს, რომ არგენტინელმა კლუბს ბევრი წარმატება მოუტანა.
"მესი საუკეთესო ფეხბურთელია და საზოგადოების კრიტიკას არ ვემხრობი. დიდი მადლობა მას მოგებული ტურნირებისთვის. მესის უყვარს კლუბი, ქალაქი და აქ ისე გრძნობს საკუთარ თავს, როგორც სახლში. მომავალში ამაყად ვეტყვი ჩემ ბავშვს და ბავშვებს, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი."
გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0