x
image
worldsport.ge
ბრიტანული პრესა: მოურინიო პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგას სწირავს

imageლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “ლივერპულთან” ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გადამწყვეტ მატჩში სარეზერვო შემადგენლობით ითამაშებს, რათა მადრიდის “ატლეტიკოსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის გუნდი კარგად მოამზადოს. ამის შესახებ “ტელეგრაფი” იუწყება.
“ლივერპულთან” მატჩი კვირასაა. ეს ჩემი პრობლემა კი არა, მათია, ვინც ეს მატჩი კვირას დანიშნა. ხომ შეიძლებოდა, შაბათს, ან თუნდაც პარასკევს გვეთამაშა? ესპანელებს ევროტურნირებზე 4 გუნდი ჰყავთ და მათ წარმატების მისაღწევად ყველა პირობა შექმნილი აქვთ”, - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, “ლივერპული” მეორეადგილოსან “ჩელსის” 5 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, “ჩელსიმ” “ატლეტიკოსთან” საგარეო მატჩი 0:0 დაასრულა და საპასუხო შეხვედრის წინ, ფეხბურთელების დასვენება სურს.




ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0