x
image
worldsport.ge
სიმეონე: „ფინალში გასასვლელად გოლის გატანაა საჭირო“

imageმადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსისთან“ ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ, პრესკონფერენციაზე ყურადღება თამაშის დაძაბულობაზე გაამახვილა. სპეციალისტმა იქვე დასძინა, რომ 30 აპრილს გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ მცირე უპირატესობა ლონდონელთა მხარესაა.
„ძალიან მძიმე თამაში ჩავატარეთ. ორივე გუნდმა გამარჯვების უდიდესი სურვილი გამოავლინა, მაგრამ უპირატესობის მოპოვება ვერც ერთმა შეძლო. მეორე თამაში ლონდონში ჩატარდება და შესაბამისად, უპირატესობა მასპინძელთა მხარესაა, მაგრამ ფინალში გასასვლელად გოლის გატანაა საჭირო“ - განაცხადა დიეგო სიმეონემ.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

2
78
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
78
  
2014, 28 აპრილი, 16:50
რეალი ჩელსია ფინალი და რეალი მოიგებს ლიგას :)
2014, 23 აპრილი, 13:27
ჩელსის ვერ გააგდებენ ვერაა.ეს უკვე რამდენჯერ ვთქვი
0 1 2