x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
როგორ ამრავლებენ პანდებს ხელოვნურ პირობებში
დიდი პანდა ანუ ბამბუკის დათვი ითვლება ჩინეთის ერთ-ერთ ძირითად სიმბოლოდ, მაგრამ ეს მშვენიერი ცხოველი უკვე გადაშენების პირასაა. ამიტომ სპეციალისტები ცდილობენ ხელოვნურ პირობებში გაამრავლონ ეს საყვარელი დათუნიები. დღეს ჩვენ გავემგზავრებით სიჩუანის მთიან პროვინციაში, რათა ვნახოთ, თუ როგორ ამრავლებენ და უვლიან პანდებს, რომ მერე ველურ ბუნებაში გაუშვან.

image

ამ ცხოველების მასობრივი განადგურების და მათი გავრცელების არეალის მკვეთრი შემცირების გამო დღესდღეობით მსოფლიოში სულ 1600-მდე პანდაა დარჩენილი. გარემოს დაცვის სპეციალისტები წლების განმავლობაში ცდილობენ გაზარდონ ამ საყვარელი შავ-თეთრი დათუნიების პოპულაცია. 2005 წელს ჩინეთის ეროვნული ნაკრძალიდან ექპერიმენტის სახით ბუნებაში გაუშვეს ტყვეობაში დაბადებული პანდები, მაგრამ ისინი მალე დაიღუპნენ, სავარაუდოდ, ველურ პანდებთან ბრძოლაში. მაშინ ვოლანის ეროვნული ნაკრძალის დირექტორმა ჩჟან ხემინმა, რომელსაც მეორენაირად "მამა პანდას" ეძახიან და მისი გუნდის წევრებმა გააცნობიერეს, რომ ტყვეობაში დაბადებულმა ცხოველებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ, როცა ისინი ბუნებრივ პირობებში აღმოჩნდებიან.

image


და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ყველაფერი ნულიდან დაეწყოთ. ჩინელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია პანდები გაზარდონ ველურ პირობებში საცხოვრებლად, ისე რომ მათ არსებობაში წაშალონ ადამიანის ყოველგვარი კვალი და დედებს მისცენ საშუალება თავად გაზარდონ შვილები.


ახალდაბადებული 16 ცხოველი პანდების გამრავლების და კვლევის ცენტრში.

image


ცენტრის თანამშრომელს მიაქვს პანდებისათვის ბამბუკის ტოტები. ნაკრძალის თანამშრომლები ჩაცმული არიან პანდების კოსტიუმებში, რათა ცხოველებმა ადამიანი თვალით ვერ იხილონ.

image


ნაკრძალის მეთვალყურეები ცდილობენ გალიაში შეიტყუონ პანდა, რომ

მერე ის სხვა ვოლიერში გადაიყვანონ.

image


14 წლის პანდა იოიო თავის შვილთან ერთად. დედა ტყვეობაშია დაბადებული, ხოლო შვილი ემზადება ველურ პირობებში საცხოვრებლად.

image


იოიოს შვილი, რომელიც სულ 1 თვისაა.

image


პანდების კოსტიუმები ვოლანის ეროვნულ ნაკრძალში. ყველა თანამშრომელი, ვისაც კი პანდებთან შეხება უხდება, ვალდებულია ეს ტანსაცმელი ატაროს.

image


მეთვალყურეები ელოდებიან, როდის გამოვა პანდა გალიიდან.

image


2 წლის პანდა ველურ პირობებში საცხოვრებლად გაუშვეს.

image


ეს პანდები კამერების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

image


ტყვეობაში დაბადებული, ახლა უკვე ველურ პირობებში მცხოვრები პანდა მიირთმევს ბამბუკს .

image


ახალდაბადებული პანდა სპეციალურ გადასაყვან კალათაში.

image

4
80
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
80
  
2014, 23 აპრილი, 22:07
მართლაც:)
2014, 23 აპრილი, 22:06
ერთი ესენი მომაჭყლეტინა,ყველაზე საყვარელი არსებები არიან
2014, 23 აპრილი, 12:09
ყველაზე მეტად მიყვარს ცხოველებში:)
2014, 23 აპრილი, 12:08
საყვარლებიიი
0 1 4