x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სპინინგით მოთევზავემ აუცილებლად უნდა იცოდეს კალმახის . .

imageნებისმიერი სახეობის თევზის დასაჭერად საჭიროა ამ სახეობის ჩვევების და საკვები, საცხოვრებელი გარემოს შესწავლა.
მით უმეტეს ეს ეხება კალმახს.
ამ კონკრეტულ სტატიაში არ დავკონკრეტდები კალმახის საცხოვრებელ ადგილებზე გარკვეული გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ შევეხებით სხვა მრავალ თვისებას!



კალმახი არის ძალზედ ფრთხილი მტაცებელი. მის საცხოვრებელ/სადგომ ადგილზე რაიმე ჩრდილის ჩამოწოლაც კი მის დაფრთხობას იწვევს! ამიტომ მეთევზე დიდი სიფრთხილით უნდა მიეპაროს პოტენციურ საკალმახე ადგილებს! არ არის რეკომენდირებული ნაპირთან ზედმეტად ახლოს მისვლა და წყალში ჩადგომა (თუ აუცილებლობა არ მოითხოვს).

მიუხედავად იმისა, რომ კალმახი ძალზედ ენერგიული თევზია, კვების დროს ის ამ ენერგიას ძალზე ეფექტურად ხარჯავს. ანუ მინიმალურ ენერგიას ხარჯავს საკვების მოპოვებისთვის. ამიტომ, კალმახის პოტენციურ სადგომებთან მეთევზემ რაც შეიძლება ახლოს უნდა გაატაროს სატყუარა, რათა მტაცებლის დაინტერესება შეძლოს -წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ დაინტერესდება ისეთი სატყუარით, რომელზეც ენერგიის დახარჯვაც მას ადეკვატურ "სარგებელს" არ მოუტანს.

ზედა 2 აბზაციდან გამომდინარე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ კალმახი კვების დროს გარკვეულწილად გვერდულად მოძრაობს, რითიც ის გზას უღობავს მდინარის მიერ ჩამოტანილ საკვებს, კალმახზე სპინინგით სპორტული თევზაობის ყველაზე გამართლებული მეთოდია სატყუარის შეგდება მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და დინების მიმართულებით ჩამოტარება (ვინაიდან კალმახი ყოველთვის მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას), მის პოტენციურ სადგომთან რაც შეიძლება ახლოს და შესაძლებლობის ფარგლებში ნელი გატარებით.

ამასთანავე, ტრიალას/ვობლერის წყალთან შეხებისთანავე საჭიროა გატარების დაწყება, ვინაიდან წყალში უმოქმედოდ მოხვედრილი სატყუარა უმეტეს შემთხვევაში დააფრთხობს მტაცებელს.

ისევე როგორც ყველა სხვა ჯიშის თევზი, კალმახის აქტივობაც დამოკიდებულია წყალში ჟანგბადის შემცველობაზე. ამიტომ კალმახი აქტიურად იკვებება დილით და საღამოს, როდესაც წყლის ტემპერატურა დაბალია და წყალში ჟანგბადის შემცველობა კი შედარებით მაღალი.

კალმახი არჩევს ფერებს, რა თქმა უნდა მისი გარჩევისუნარიანობა დამოკიდებულია ამინდზეც და წყლის სისუფთავეზეც, მაგრამ თუ შეატყობთ, რომ რომელიღაც 1 ფერის/ტონალობის სატყუარა არ იზიდავს მტაცებელს და ვერ იჭერთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად შეცვალეთ სატყუარა (შეცვალეთ სხვა ფერის ან ტონალობის სატყუარით).

ხშირად ხდება, რომ სპინინგისტი წყალში ხედავს სატყუარაზე გამოდევნებულ კალმახს, რომელიც უბრალოდ გამოაცილებს სატყუარას და ბრუნდება უკან. ამ შემთხვევაში მტაცებელი ან არ არის დაინტერესებული სატყუარით და მას საკუთარი "სამფლობელოდან" განდევნის გამოცილებით, ან ამჩნევს რაღაც საეჭვოს და ვერ ბედავს კბენას. ნებისმიერ შემთხვევაში იგივე სატყუარის ხელმეორედ გატარება არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან დიდი შანსია მან დააფრთხოს თევზი. თუ პირველივე გატარები შემთხვევაში არის შანსი, რომ გატარების სიჩქარე შეანელოთ, ან სპინინგის წვერით ოდნავ წაუთამაშოთ, რომ სატყუარამ "თამაში" შეცვალოს, შეიძლება ამ მეთოდნმა გამოდევნებული კალმახის პროვოცირება მოახდინოს და ის ეცეს სამიზნეს. სხვა შემთხვევაში უმჯობესია სატყუარის შეცვლა ან უფრო მომცრო ზომის უფრო რეალისტური (არა მყვირალა) ფერის სატყუარით, ან უფრო აგრესიული "თამაშის" მქონე სატყუარით.

დილით ადრე და საღამოს პირზე კალმახი საკვებად გადის შედარებით დაბალ წყალში, ამიტომ მეთევზემ ეს მომენტი აუცილებლად უნდა იცოდეს და ითვალისწინებდეს, თორემ საკალმახე ადგილების ძებნაში და მისთვის "მიმზიდველი" ადგილების გატესტვაში შეიძლება ცხვირწინ მდგომი თევზი დააფრთხოს, რაც ძალზე ხშირად ხდება ხოლმე!

ზოგადად კალმახი ბუდობს ღრმა მორევებში, ქვების უკან, სადაც დინებას ეფარება, მდინარის კიდეებში და ჩაღრმავებებში, დიდი ქვების ქვეშ, მდინარეში ჩაწოლილი ხეების/ტოტების ქვეშ.

ამ თევზს არ უყვარს მზე და სიცხე. უყვარც ცივი და სუფთა წყალი. ამიტომ მოღრუბლულ ამინდში კალმახის აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე მზიანში. დილის აქტიურობის მერე, მზინი დღის შემთხვევაში კალმახი გადადის ხოლმე პასიურ რეჟიმში (შიგადაშიგ "გამონათებებით" ) ანუ მიძვრება ღრმად სადაც გრილა, გადადის ჩრდილში და ა.შ. თუ მწველი მზეა, ცხვირშიც, რომ გაარტყათ სატყუარა მაინც არ მოიკლავს მისი გამოკიდებით თავს.

0
335
2-ს მოსწონს
ავტორი:განქსტერ
განქსტერ
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0