x
image
worldsport.ge
მოიესი კომპენსაციის სახით 10 მილიონს მიიღებს

image“მანჩესტერ იუნაიტედიდან” დათხოვილი დევიდ მოიესი კომპენსაციის სახით 10 მილიონ გირვანქას მიიღებს.
მოიესმა, როდესაც სეზონის დასაწყისში მანჩესტერელებს სათავეში ჩაუდგა, კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში მისი ხელფასი დაახლოებით 5 მილიონი გირვანქა იყო.
შოტლანდიელმა თანამდებობა ერთი წელიც ვერ შეინარჩუნა, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მისთვის დარჩენილი 5 წლის განმავლობაში ხელფასის გადახდას არ აპირებენ.
გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, მოიესის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად დათხოვნის შემთხვევაში 10 მილიონი გირვანქა ეკუთვნის.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0