x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბიანკა ბალტი და Dolce&Gabbana-ს სათვალეების კოლექცია
იტალიური მოდის სახლის Dolce&Gabbana-ს მზის სათვალეების ახალი კოლექციის ფოტოსახე ლამაზმანი ბიანკა ბალტი გახდა.

image

გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის თემა ტრადიციულად დიზაინერების მშობლიური სიცილიური მოტივები გახდა. ფოტოგადაღების დეკორაციებად გადაიქცა სიცილიური ბუნება, ყვავილებიანი ქოთნებით გაფორმებული ქვის აივნები და სიცილიის ოდნავ შესამჩნევი ლაჟვარდოვანი სანაპირო.

ბიანკა ფოტოებზე Dolce&Gabbana-ს სეზონური კოლექციის მოდელებში იყო გამოწყობილი, რაც ფერად და ყვავილებით გაფორმებულ სათვალეებს უფრო შთამბეჭდავ ფონს უქმნიდა.


image

30 წლის მოდელი ფოტოსესიაში თავად დომენიკო დოლჩემ გადაიღო.
ბიანკა ბალტის და Dolce&Gabbana-ს მოდურ სახლს საკმაოდ ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. ბიანკას პირველი კონტრაქტი მოდურ სახლთან 2005 წელს გაფორმდა. მარკის

მუდმივი სარეკლამო სახე ბიანკა ორი წლის წინ გახდა.

image

image

image

image

image

2
87
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
87
  
2014, 23 აპრილი, 20:21
აუ მიყვარს
2014, 23 აპრილი, 18:57
ბოლო ფოტოზე მეორე მაქვს :) მაგრამ ყვავილები შევუცვალე ძალიან დიდები იყო :) ყველა მომეწონა ^^
0 1 2